About

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მთავარი მიზანია, აამაღლოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გზით მათ შესაძლებლობა მიეცემათ, წვლილი შეიტანონ ქვეყნის პროგრესული მომავლის შექმნაში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ორიენტირებულნი არიან პროგრესულ ხედვაზე, სიახლეების მიღებასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების პირობებში უმნიშვნელოვანესია. პროექტის ფარგლებში მოხდება ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც თითეული ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, ინფორმირებული, ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები და ჩამოყალიბდება საზოგადოებრივად მოაზროვნედ და ქვეყნისთვის სასარგებლო პიროვნებად.

პროექტის მიმდინარეობა:

თითოეული სხდომისათვის სპეციალურად ირჩევა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს ახალგაზრდა პარლამენტარების მუშაობის პროცესს. მონაწილეები კომიტეტების კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ აქტუალურ საკითხს და გუნდური მუშაობით იღებენ დადგენილებებს, რომელებიც რეკომენდაციის სახით გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.

მიღებულ დადგენილებებს ახალგაზრდა პარლამენტარები იხილავენ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც უძღვება მონაწილეთაგან შერჩეული სპიკერი და 2 ვიცე-სპიკერი. წინასწარგანსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით (რაც მოიცავს დადგენილების გაცნობას, მის ირგვლივ მიღებულ შენიშვნებს, შემაჯამებელ სიტყვას და კენჭისყრას) ხდება დადგენილების განხილვა დებატისა და მრავალმხრივი თემატური კომენტარების შემდგომ.

ახალგაზრდულ პარლამენტში მუშაობს 7 კომიტეტი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა, ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტი.

პარლამენტის იმიტირებული სხდომა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველი ორი დღე ეთმობა საკომიტეტო მუშაობას და დადგენილებების შემუშავებას, ხოლო მესამე დღეს დადგენილებების სხვა კომიტეტებისათვის გაცნობა და კენჭისყრა იმართება.

პროექტის ორგაზნიატორები: ა/ო „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი” და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s