ბორჯომის რეზოლუციები

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

                                             

დადგენილება №6

 ქალაქი ბორჯომი, 2012 წელი


  1. 1.            სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რეგიონებში იგრძნობა გასართობ – შემეცნებითი ღონისძიებების ნაკლებობა.  უმეტეს რეგიონებში არ ფუნქციონირებს ახალგაზრდული დაწესებულებები და არ არის მათთვის შეთავაზებული ხშირი და მრავალფეროვანი ღონისძიებები.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ბორჯომში:

კომიტეტის წევრები: ხატია ბლიაძე, ნანა გოგოლაძე, გურამ გელაშვილი, ბექა კურტანიძე, სალომე კურტანიძე, გიორგი ლომიძე, ხატია მამასტარაშვილი, ხატია მელიქიძე, გიორგი ოგანესიანი, თამარი სვანიძე, ნინო ქურდაძე, სალომე ჩხარტიშვილი, სანდრო წიქარიშვილი, ბაჩანა ჭყოიძე, ნათია ჯავახიძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: ნათია შარიქაძე; კომიტეტის თანა-თავმჯდომარე: დავით გიორგაძე.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

შეშფოთებას გამოხატავს სასწავლო დაწესებულებებში გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის არარსებობასთან დაკავშირებით;

გამოხატავს წუხილს რაიონული ბიბლიოთეკის არასათანადო მდგომარეობის გამო;

გამოთქვამს სინანულს, რომ არ არსებობს  ახალგაზრდული ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში;

ხაზს უსვამს, რომ რაიონებში არ არის საკმარისი შემეცნებით-გასართობი პროექტები;

წუხილს გამოთქვამს, რომ სკოლებს შორის არ ტარდება საკმარისი კონკურსები სხვადასხვა სფეროში;

ადასტურებს ფაქტს, რომ არ არსებობს შრომითი სემესტრები; [1]

დამატებით აცხადებს, რომ ზოგიერთ რაიონში არ არის, ან არ ფუნქციონირებს კინოთეატრი, არ არსებობს ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო კლუბები და რაიონული ახალგაზრდული ჟურნალი;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რათა თითოეულ რაიონში შეიქმნას მინიმუმ ერთი სპორტული კომპლექსი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით და რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ექნება რაიონის ყველა სასწავლო დაწესებულებას გაწერილი განრიგის მიხედვით;
  2. მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ  სათანადო ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს რაიონული ბიბლიოთეკა (კომპიუტერები, ელექტრონული მონაცემთა ბაზა, თანამედროვე ლიტერატურა);
  3. რეკომენდაციას უწევს სპოტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“, რათა ყველა რაიონში შეიქმნას ახალგაზრდული ცენტრი;
  4. მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფრო მეტი ღონისძიებები მიმართონ რაიონებში არაფორმალური განათლების გასავრცელებლად;
  5. ურჩევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფრო მეტი კონკურსების ჩატარებას სკოლებს შორის სხვადასხვა სფეროში;
  6. რეკომენდაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა სასწავლო პროგრამას დაემატოს შრომითი სემესტრები;
  7. მოუწოდებს სასწავლო დაწესებულებებს, რათა შეიქმნას კინო-კლუბები;
  8. რეკომენდაციას უწევს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა შეიქმნას რაიონული ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო კლუბები(თეტრალური დასი, სამხატვრო და ლიტერატურული წრეები,მუსიკალური ანსამბლი,მხიარულთა და საზრიანთა კლუბი და ა.შ.) და 3 თვეში ერთხელ გამოიცეს რაიონული ახლგაზრდული ჟურნალი;
  1. 2.            საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

იერუსალიმში მდებარე ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლები და მათი დაცვა წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს საქართველოსთვის. საკითხი დღემდე აქტუალურია, რადგან 2005 და 2010 წლებში შოთა რუსთაველის ფრესკისა და ბარელიეფის დაზიანების შემდეგ ცხადი  გახდა, რომ არ არსებობს ქართული ძეგლების უსაფრთხოების დაცვის რეალური გარანტია.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ბორჯომში:

კომიტეტის წევრები: ანა გრიგალაშვილი, სალომე ქემაშვილი, გვანცა დავითინიძე,სიმონა ტყეშელაშვილი, ანა ბერიძე, ანა შჩეტინინი, მარიამ ჯიქიძე, მარიამ სიმონიშვილი, მალხაზ იაკობიძე, გიორგი ბერიძე, მარიამ სიდამონიძე, ბექა თედიაშვილი, მაკა გელაშვილი, გიორგი ტუკაევი, ანა მაისურაძე, ზაურ სულაქველიძე, თამარ რაზმაძე, თორნიკე მაღლაკელიძე, ვანო გოგოლაძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: თამთა ლომთაძე.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

მიესალმება საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ უერთიერთობებს ისრაელსა და საბერძნეთთან;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იერუსალიმში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების უსაფრთხოების დაცვის გარანტიების არარსებობის გამო;

გამოთქვამს წუხილს, იერუსალიმში მდებარე ქართული ძეგლებისადმი არასათანადო ყურადღების,  დაცვის ეფექტური მექანიზმების სიმცირის და ასევე 2005 და 2010 წლებში დაზიანების ფაქტების არასათანადო გამოძიების გამო;

გამოხატავს სინანულს, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი არ იმყოფება საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და ქართველ ბერებს არ აქვთ იქ მოღვაწეობის უფლება;

გამოთქვამს უკმაყოფილებას ისრაელში საქართველოს საელჩოს არასათანადოდ აქტიური ქმედებების გამო;

აცნობიერებს, საზოგადოებაში  საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმცირეს;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აწარმოოს მოლაპარაკებები ისრაელსა და საბერძნეთთან, რათა შემუშავებულ იქნას ისტორიული ძეგლების დაცვის ეფექტური საშუალებები;
  2. ურჩევს საქართველოს მთავრობას, ისრაელისა და საბერძნეთის მთავრობებთან ერთად შექმნას მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისია, რომელიც იმუშვებს ძეგლების უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე და ჩაატარებს შესაბამის გამოძიებას;
  3. რეკომენდაციას უწევს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შექმნას მუდმივი კომისია, რომელიც წელიწადში ორჯერ ადგილზე შეისწავლის ქართული ძეგლების მდგომარეობას;
  4. დასაშვებად მიიჩნევს, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ძეგლთა დაცვის საკითხში;
  5. დამატებით აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ამაღლება შემდეგი საშუალებებით:
  • შეიქმნას სამმხრივი (ქართული, ბერძნული, ებრაული) ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ისტორიული ძეგლის  მნიშვნელობაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სათანადო გადაჭრის გზებზე;
  • გადაღებულ იქნას დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს იერუსალიმში მდებარე ქართული ძეგლების ისტორიასა და ამჟამინდელ მდგომარეობას;
  • შეიქმნას თემატური ბლოგი/ვებ-გვერდი, რომელზეც მუდმივად განთავსდება ინფორმაცია ქართული ისტორიული ძეგლების შესახებ;
  • დასაშვებად მიჩნევს, საბერძნეთსა და ისრაელში ქართული დიასპორების აქტიურ ჩართულობას ძეგლების დაცვის საკითხებში;
  1. 3.            გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

საქართველოში ძალიან აქტუალურია უპატრონო ძაღლების პრობლემა. მაწანწალა ძაღლები საფრთხეს წარმოადგენენ მოსახლეობისათვის, ისინი არაერთი ინფექციური დაავადების გადამტანები არიან და მათი ნაკბენი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ადამიანისათვის.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ბორჯომში:

კომიტეტის წევრები: ლიკა იანუგოვი, ლანა გოგოლაძე, ნინო მუშკუდიანი, ნათია ხიდაშელი, მარიამ გაგლოშვილი, ნატა ჯაფიაშვილი, თამარ ლომსაძე, სალომე მარგველაშვილი, სალომე მჭედლიშვილი, ცისანა ბიწაძე, სალომე სილაძე, მარიამ ლომიძე, სალომე ყაველაშვილი, ქეთევან ლომიძე, ციცინო ხაჩიძე, სალომე გაჩეჩილაძე, გიორგი გელაშვილი, მარიამ სხირტლაძე, მანანა ბადრიაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ლიკა დეისაძე; კუმოტეტის თანა – თავმჯდომარე: შოთა წიქარიშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ხაზს უსვამს, რომ უპატრონო ძაღლებს არ უტარდება საჭირო ვაქცინაცია, რის გამოც ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ინფექციური დაავადებების გადამტანები;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ დაავადებული ძაღლები საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობას;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მაწანწალა ძაღლებისათვის არ არსებობს საკმარისი სპეციალური თავშესაფრები, სადაც მათ მზრუნველობასა და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ;

გამოხატავს წუხილს, რომ საქართველოში ფიქსირდება მაწანწალა ძაღლებისადმი უხეშად მოპყრობის ხშირი ფაქტები,რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკაზე;

აანალიზებს, რომ მაწანწალა ძაღლების მიერ საკვების ნაგავსაყრელზე მოპოვება ხელს უწყობს გარემოს უფრო მეტად დაბინძურებას;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. აღნიშნავს, რომ საჭიროა დაწესდეს აუცილებელი  ვაქცინაცია, რომელიც ჩაუტარდება ყველა მაწანწალა და ოჯახის ძაღლს, რათა შემცირდეს ინფექციური დაავადებების გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი;
  2. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, რათა შეიქმნას უფრო მეტი დაწესებულება, თავშესაფარი, სადაც ძაღლებს აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას და ეს ადგილები იქნება უზრუნველყოფილი საჭირო ინვენტარით;
  3. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ურჩევს საქართველოს მთავრობას ჯანმრთელი და უსაფრთხო ძაღლები გაიყვანონ აუქციონზე, საიდანაც ისინი მოხვდებიან სათანადო გარემოში;
  4. იმედს გამოთქვამს, რომ ძაღლთა თავშესაფრებში დასაქმებული მოქალაქეები, გაივლიან ტრენინგებს, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია და უკეთ გაართვან თავი დაკისრებულ მოვალეობებს;
  5. მოუწოდებს გარემოს დაცვის სამინისტროს აიღოს პასუხისმგებლობა, რომ დაავადებული ძაღლების ბინადრობის ადგილები იყოს დეზინფიცირებული;
  1. 4.            ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

ევთანაზია, როგორც ადამიანის თავისუფლებისა და არჩევანის უფლება უკავშირდება უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის ტკივილებისა და ტანჯვისაგან უმტკივნეულოდ ხსნის გზას.  ევთანაზიის დაკანონება, არდაკანონება და მისი უფლება, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, პოლიტიკური და სასამართლო ხასიათის საკითხია.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ  ბორჯომში:

კომიტეტის წევრები: გვანცა ნასარიზე, ლელა ღამბაშიძე, ამიკო გელაშვილი, ბექა ტალახაზე, ალეკო ტაბატაძე, ვეკო გველესიანი, სალომე ჩადუნელი, მარი სტეფნაძე, ქეთევან ბაბურიშვილი, სალომე ჩადუნელი, კლარიტა გელაშვილი, ნია გელაშვილი, მარიამ ჩინჩალაძე, სალომე ოქროპირიძე, ლიკა გელაშვილი, მარიამ გელაშვილი ანი ტალახაძე, ბექა ქელეხსაშვილი, ნიკოლოზ სულაქველიძე, ნუგზარ ხუციშვილი.

 კომიტეტის თავმჯდომარე: ხატია ქობალია; კომიტეტის თანა – თავმჯდომარე: ირაკლი სამსონაშვილი;

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აცხადებს, რომ  ადამიანის თავისუფლებისა და არჩევანის უფლების შეზღუდვა ევთანაზიის მიმართ, იწვევს:

  • ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას,
  • ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვულ აშლილობას,
  • სხვა სახელმწიფოებში „პაციენტების გადინებას“;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ პასიური ევთანაზიის არარსებობის შემთხვევაში იზრდება არალეგალური ევთანაზიის შემთხვევები და დანაშაულის რაოდენობა;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პრობლემის მიმართ, რაც ხელს უშლის  „ჯანსაღი სიცოცხლის“ გადარჩენას, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • სამედიცინო დაწესებულებებში შეზღუდული ადგილების რაოდენობა,
  • ეკონომიკური პრობლემა;

ამტკიცებს, რომ შეუზღუდავი ევთანაზია წაახალისებს:

  • ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრეცედენტს,
  • ადამიანის უფლებისა და ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვას;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ უნდა დარეგულირდეს კანონი ევთანაზიის უფლების შესახებ, მოხდეს მისი გადასინჯვა და საზოგადოების ინფორმირება;
  2. მიესალმება, პაციენტთა უფლებების 24-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს, ევთანაზიის მოთხოვნის უფლებას;
  3. ეთანხმება პასიური ევთანაზიისათვის კანონიერი სახის მიცემას და რეგულაციების შემუშავებას;
  4. აღნიშნავს, რომ ევთნაზია უნდა განხორციელდეს მხოლოდ:
  • პაციენტის თანხმობის შემთხვევაში,
  • თუ დაავადება განუკურნებელია და ბოლო სტადიაში იმყოფება,
  • თუ პაციენტი სიკვდილის პირასაა,
  • სადაო საკითხის შემთხვევაში განსახილვევლად გადეცეს სასამართლოს;
  1. მხარს უჭერს, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მესამე მუხლს, რომლის მიხედვითაც ისჯება პაციენტზე უშედეგო მკურნალობის გაგრძელება, რადგან ის იწვევს მასზე  არაადამიანურ მოპყრობას;
  2. მოუწოდებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შეიქმნას სამედიცინო დაწესებულებები, სპეციალურად უკიდურესად მძიმედ  დაავადებული პაციენტებისათვის, რათა:
  • არ შეიზღუდოს მომაკვდავი და ჩვეულებრივი პაციენტის ჯანმრთელობის უფლება,
  • არ გახდეს საჭირო დაჩქარებული ევთანაზია, და ამით არ შეიზღუდოს ადამიანის სიტყვის თავისუფლება,
  • საფუძველი არ მისცეს უკანონო ქმედებას;
  1. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, რათა ევთანაზია განხორციელდეს სასამართლოს, იურიდიული სამსახურის და მედ-პერსონალის კონტროლისა და მეთვალყურეობის საფუძველზე;
  2. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ არსებული კანონისა და დადგენილების დარღვევის შემთხვევაში განმახორციელებილი პირი დაისაჯოს სასამართლოს რეგულაციების მიხედვით;
  1. 5.            დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

საქართველო, მართალია ცდილობს მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მიმზიდველი ქვეყანა კაპიტალისტური საწარმოებისთვის[2], რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სტარტაპების[3] (Start-Up) დაფინანსებას. სტარტაპები კი თავისთავად ძალზედ მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად.

 

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ბორჯომში:

კომიტეტის წევრები: ლუკა ტალახაძე, ნიკა ხუციშვილი, შოთა გელაშვილი, სალომე სამსონაშვილი, ვანო ქურდაძე, ანა ტაბატაძე, რეზო კაჭკაჭიშვილი, ჯემალ სარალიძე, თამუნა ჩოჩნიძე, ანა გელაშვილი, თაკო გელაშვილი, ნინო ჭიღლაძე, ნანა ბიბილური, ხათუნა ხუციშვილი , ნინი კვარაცხელია, თამთა ფხიკიძე, სოფიკო კობერიძე, გურამ მიქელაძე, ბაჩო მაისურაძე.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ნოდარ ივანიძე; კომიტეტის თანა-თავმჯდომარე: ირაკლი ტაბატაძე.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს უკმაყოფილებას დამწყები ბიზნესებისათვის მაღალ საპროცენტო განაკვეთზე;

შეშფოთებას გამოთქვამს არამიმზიდველი პირობების გამო კაპიტალისტური საწარმოებისთვის;

გამოთქვამს წუხილს დამწყები ბიზნესების მცირე რაოდენობაზე;

ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კრეატიული ბიზნეს იდეების განუხორციელებლობაზე;

ხაზს უსვამს ბანკების კონსერვატიულ ხედვას და აცნობიერებს სტარტაპებისთვის არახელსაყრელი განვითარების პირობებს;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. დასაშვებად მიიჩნევს 3-დან 24 თვემდე დამწყები ბიზნესებისთვის მოგების გადასახადის გაუქმებას;
  2.  რეკომენდაციას  უწევს საქართველოს მთავრობას შეიქმნას ბიზნეს საბჭო, რომელიც განიხილავს კრეატიულ ბიზნეს იდეებს და მოწონების შემთხვევაში დააფინანსებს სპეციალური ფონდიდან;
  3. მიაჩნია, რომ მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს დამწყები ბიზნესების პოპულარიზაციას;
  4. იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამწყები  დაბალი საპბიზნესებისთვის საპროცენტო  განაკვეთის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს მათი კულტურის განვითარებას;
  5.  მიიჩნევს, რომ ხელსაყრელი პირობები კაპიტალისტური საწარმოებისთვის აუცილებელია;

  1. 6.            ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ერთ-ერთი პირველია მწეველთა რაოდენობით ევროპაში. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, ქართველ მოზარდთა 42,4% მწეველია.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ბორჯომში:    

კომიტეტის წევრები: ნინო თედიაშვილი, შორენა აკოფოვი, გიორგი ნადირაშვილი, გვანცა მეტრეველი, მარიამ ხაჩიძე, სალომე ტალახაძე, ნატო ხუციშვილი, ვიკა იანუგოვი, ეთერ აიწურაძე, ანა ფერაძე, მარიამ გაგლოშვილი, თეონა პაპიძე, მარიამ სამსონიძე, ლაშა ამანათაშვილი, ზიზი გელაშვილი, ნანი თომაშვილი, მარიამ ოშხერელი, მარიამ ალანია, ანა გელაშვილი

კომიტეტის თავმჯდომარე: შორენა მეგრელიშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

წუხილს გამოთქვამს საქართველოში თამბაქოს მომხმარებლის მრავალრიცხოვნების გამო;

წუხილს გამოთქვამს იმ ფაქტის თაობაზე, რომ მწეველ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს არ აქვთ სათანადოდ გაცნობიერებული თამბაქოს მოხმარების სავალალო შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმარისი რაოდენობით იღებენ ინფორმაციას ამის შესახებ;

წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. (ყოველწლიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის 25 %);

აცნობიერებს ფაქტს, რომ პასიურ მწეველებს არანაკლები ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ აქტიურ მწველებთან ერთად ერთ გარემოში ცხოვრებით;

შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მოზარდებში თამბაქოს გავრცელება/მოხმარების ხელმისაწვდომობის გამო;

გამოხატავს სინანულს იმის თაობაზე, რომ მოზარდებში თამბაქოს პოპულარიზაციას ხელს უწყობს გარემო ფაქტორები (მწეველი მშობლები, მეგობრები) და გავრცელებული სტერეოტიპები;

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ტელევიზიის, ან თეატრალური ჩვენებების საშუალებით ხშირად  ხდება თამბაქოს არაპირდაპირი პოპულარიზაცია, კერძოდ ნაჩვენებია მისი მოხმარება სხვადასხვა სცენებში, მაშინ როცა ეს არ არის შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი.[4] ამასთან ერთად ხშირია ბეჭდური მედიის საშუალებით სიგარეტის რეკლამირების ფაქტებიც( მაგ: თანდართული პლაკატები);

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ  არსებული კანონი „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ სათანადოდ არ ხორციელდება, კერძოდ ხდება მოზარდთთათვის თამბაქოს მიყიდვა, საზოგადოებრივ დაწესებულებებში მწეველთათვის სპეციალური კუთხეები ხშირად არ არის გამოყოფილი და სხვ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ უფრო ხშირად ჩაატარონ ტრეინინგები/აქციები, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა ცნობიერება თამბაქოს მოხმარების მავნებლობასთან დაკავშირებით;
  2. მოუწოდებს ქართულ ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიას, რათა საზოგადოებას მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია იმ სავალალო შედეგების შესახებ, რასაც თამბაქოს მოხმარება იწევს (დოკუმენტური ფილმები, სტატიები და ა.შ);
  3. მოუწოდებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამოყოს სპეციალური კომისია, რომელიც გააკონტროლებს საქართველოში გაყიდული თამბაქოს ხარისხს და შემადგენლობას;
  4. რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტს მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს 18 წლამდე მოზარდისათვის თამბაქოს მოხმარებას. კანონის დარღვევის შემთხვევაში, კი განხორციელდეს სადამსჯელო ღონისძიებები;
  5. მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოახდინოს საქართველოში მოქმედ დაწესებულებებში მკაცრი მონიტორინგი, რათა განხორციელდეს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, კერძოდ:

–         კანონის დამრღვევთათვის დაწესდეს სპეციალური ჯარიმები;

–         18 წლამდე მოზარდისთვის თამბაქოს მიყიდვისათვის დაწესდეს უფრო გამკაცრებული ჯარიმა (500 ლ);

–         განხორციელდეს ცენზურა ფილმებზე, ან ნებისმიერი სახის ვიზუალურ მასალაზე, სადაც თამბაქოს მოხმარების ჩვენება შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი არ არის (განისაზღვროს აუდიტორია);

–         აიკრძალოს ნებისმიერი სახის წამახალისებელი თამაში/ლატარია, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი ფირმის თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზებას. მოქმედი კანონმდებლობით უკვე იკრძალება თამბაქოს ლატარიების საშუალებით გავრცელება;

  1. მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომ ახალგაზრდებისათვის ხშირად მოაწყონ კულტურული,  განსაკუთრებით კი სპორტული აქტივობები და ხელი შეუწყონ ქართველ ახალგაზრდობაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას.
  1. 7.            განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

საბჭოთა კავშირის დაშლამ  უარყოფითი გავლენა იქონია კინოინდუსტრიაზე. თითქმის 10 წლის მანძილზე, კინოსტუდია ქართულ ფილმში შეჩერებული იყო მუშაობის პროცესი.  2000 წელს შეიქმნა კინემატოგრაფიის  ეროვნული ცენტრი, რომლის მიზანია ქართული კინოს განვითარება და მუშაობის კოორდინირება. დღეისათვის არ არსებობს კინო – როგორც ბიზნესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისათვის. სამწუხაროდ ვერ ხერხდება ახალგაზრდების ჩართვა კინემატოგრაფიის პროცესში.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ბორჯომში: კომიტეტის წევრები: ელენე გაგნიძე, მარიამ გელაშვილი, მარიამ მეტრეველი, ნინო ლაბარტყავა, ლია ბლიაძე, არჩილ ჭანკოტაძე, გიორგი ლანჩავაშვილი, მერი ციხელაშვილი, ხატია ცხადაძე, ნათია კაპანაძე, თეა თაბუკაშვილი, ქეთევან გელაშვილი, ანა კიკნაძე, სოფო ხაჩიძე, ნიკოლოზ იაკობიძე, დოდო გოგრიჭიანი, კარლო გელაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ლევან ჯუღელი; კომიტეტის თანა თავმჯდომარე: გიორგი გელაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს  უკმაყოფილებას, რომ საქართველოში არ მოიპოვება  დაფინანსების წყარო და საშუალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

აცნობიერებს, რომ კინოინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის გამო ანაზღაურება ამ სფეროში არის დაბალი, რაც უშუალოდ ახდენს გავლენას კინოპროდუქციის  ხარისხზე.

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ საქართველოში არ არის დაცული კანონი საავტორო  უფლებების შესახებ და ხდება მეკობრეობა, რაც ხელს უშლის კინობიზნესის განვითარებას.

გამოთქვამს მწუხარებას, რომ საქართველოში არ არის საკმარისი კინოლიტერატურა ქართულ ენაზე, რომელიც აფერხებს ახალგაზრდებისათვის სათანადო განათლების მიღებას ამ სფეროში.

მხედველობაში იღებს, რომ საქართველოში არ არის სათანადო სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კინოპროდუქციის, პირველ რიგში ადგილობრივ, შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე გატანას.

შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული გარკვეული საზოგადოებრივი ჩარჩოების გამო, რის შედეგადაც ვერ ხერხდება ზოგიერთ საკითხზე ღიად საუბარი,  რაც უშუალოდ ზღუდავს კინოთემატიკას.

მხედველობაში იღებს, რომ საქართველოში არის კინოფესტივალებისა და კინოკონკურსების ნაკლებობა, რაც ხელს უშლის კინოს პოპულარიზაციას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1.  რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას,  რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნას კლასგარეშე  თეატრალური და კინო კლუბები;
  2. მოითხოვს, რომ საქართველოში მკაცრად იქნას დაცული ,,კანონი საავტორო უფლებების დაცვის შესახებ“;
  3. მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საჭიროა დამატებითი კინოფესტივალებისა და კინოკონკურსების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და უცხოელების დაინტერესებას ქართული კინოინდუსტრიით;
  4. აღნიშნავს, რომ აუცილებელია მოხდეს დამატებითი თანხების მოძიება, რისი საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება კინოფილმების წარმოების დაფინანსება;
  5. ამტკიცებს, რომ საჭიროა კინოლიტერატურის ხარისხიანად თარგმნა ქართულ ენაზე საუნივერსიტეტო განათლების ამაღლებისათვისა და პროფესიონალების გადამზადებისათვის;
  6. დასაშვებად მიიჩნევს, რომ  მოხდეს საზღვარგარეთიდან ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ კინოს მენეჯმენტის რეორგანიზაციასა და რეკომენდაციების გაცემას ქართველი კინომწარმოებლებისათვის;
  7.  მხარს უჭერს, რომ ევროპის ანალოგიურად შეიქმნას მუნიციპალური კინოთეატრები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული კინო-ბაზრის შექმნას.

 


[1]  სკოლაში შესწავლილი თეორიული მასალის  პრაქტიკაში განხორციელება.

[2] კომპანია, ან ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს დამწყები ბიზნესებისთვის ფინანსებსა და მენეჯმენტს.

[3] ბიზნესი საწყის ეტაპზე.

[4] აკრძალულია საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მე-4 მუხლის, მე-8 პუნქტით


About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s