რუსთავის რეზოლუციები

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

   სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

დადგენილება №3

  1. 1.           დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

საქართველოში ექსპორტის ზრდის ტემპი სამჯერ ჩამოუვარდება ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ოდენობას. იმპორტირებული საქონლის დაბალი ფასის გამო, ადგილობრივი პროდუქცია კარგავს კონკურენტუნარიანობას.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ რუსთავში    

კომიტეტის წევრები: ნანა მაჭარაშვილი, ელენე მეტრეველი, მაგდა გელენიძე, ლაშა ნოზაძე, იულია ქევხიშვილი, მარიამ ბეთხოშვილი, ლაშა მილორავა, ნინო გელაშვილი, მაგდა ბატიაშვილი, ლაშა შუკაკიძე, მარიამ მიქავა, სალომე აბულაშვილი, ნიკა შეყელაძე, მარიამ მხეიძე, ლადო ბიწაძე, ანა დანელია, ნათია ქოქუაშვილი, მარიამ პოპიაშვილი, ლადო ჩალაძე, სალომე ვარდოსანიძე, გიორგი ჯიქიძე, სალომე ბარათაშვილი.

 კომიტეტის თავმჯდომარე: თორნიკე მდივნიშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:
აანალიზებს, რომ ქვეყნის შიგნით არაეფექტურად მიმდინარეობს პროდუქციის კონტროლი;

ხაზს უსვამს, რომ არასათანადოდ მოწმდება წარმოებული პროდუქციის ხარისხი;

ითვალისწინებს, რომ არ ექცევა ყურადღება პროდუქციის ეტიკეტირებას.
შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სახელმწიფოში არსებობს ადგილობრივი წარმოების დეფიციტი, რაც განპირობებულია:

  • ინტენსიური სოფლის მეურნეობის სისუსტით;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების სიმცირით;
  • კვალიფიციური მუშახელის არარსებობით;
  • მწარმოებელზე დაკისრებული მაღალი გადასახადებით

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ უნდა გაუმჯობესდეს ხარისხის მაკონტროლებელი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა – უკეთ გაკონტროლდეს წარმოებული პროდუქტის ხარისხი, ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის რეალობასთან შესაბამისობა.
  2. ურჩევს მთავრობას, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ წარმოებას, ასევე, განახორციელოს ინტენსიური  სოფლის მეურნეობის დონის ასამაღლებელი ღონისძიებები[1].
  3. მიიჩნევს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ტექნოლოგიები, აგრეთვე, მისცეს საშუალება თითოეულ მოხალისეს, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში.
  4. რეკომენდაციას უწევს სავალდებულო გადასახადების შემცირებას.
  1. 2.           ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

ძალადობა და მითუმეტეს ძალადობა ბავშვებზე, სწორედ ის პრობლემაა, რომლის უყურადღებოდ დატოვება, მომავალში ქვეყანას საკმაოდ დიდ თავსატეხს გაუჩენს. ყოველ წელს ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო 1500 ბავშვი იღუპება, მათგან 79% 4 წელზე ნაკლებისაა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ  ქალაქ რუსთავში

კომიტეტის წევრები:  ოთარ გურგენიშვილი, გიორგი მაჭარაშვილი, სალომე გიგნიაშვილი,     დავით კოხრეიძე, თამო ტყემალაძე, ნათია გოგოლაძე, ნინო კვირიკაშვილი, მარიამ ორველაშვილი, მალხაზ ბურდული, მარიამ კერესელიძე, მარიამ მარგიევა, ეთერ ერაძე, თაკო ქართველიშვილი, ნუნუ გოშაძე, სალომე მაისურაძე, სალომე მანჯავიძე, გიორგი ფორჩხიძე, ნანა ტყემალაძე, ნინო ბერიძე, ანა კილაძე, მარიამ ქვათაძე.

კომიტეტის ხელმძღვანელები: გვანცა ბარბაქაძე, ლევან სონღულაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აცნიბიერებს, რომ ბავშვებზე ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზია – პრობლემა საზოგადოების სოციალურ მხედველობაში.

 

შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოების გულგრილობისადმი, ბავშვთა ძალადობის ფაქტზე.

აღნიშნავს, რომ დღეს, საქართველოში ბავშვთა დაცვის შესაბამისი ორგანიზაციების არსებობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან ისინი თავის თავზე არ იღებენ პასუხისმგებლობას, ხდება გადამისამართება და არ ხდება მყისიერი ქმედება.

 

მწუხარებას გამოხატავს, რომ ოჯახში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც მშობლებზე, ასევე მათ შვილებზე დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, რაც იწვევს როგორც ნაადრევ, ისე შორეულ გამოვლინებებს.

შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ოჯახური კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის, მნიშვნელოვან ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მათ შვილებზე. ამ ზეწოლის შედეგად, იკარგებიან საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრები, რომლებიც მიღებული ტრავმის შედეგად ხშირად თავად ხდებიან მოძალადენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ საჭიროა მასმედიის საშუალებით პროპაგანდა, რეკლამირება, რომელშიც აშკარად და ყველასთვის გასაგებად იქნება გადმოცემული, რომ ბავშვზე ძალადობა ფატალური სამომავლო შედეგების მომტანი დანაშაულია.
  2. უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზაციები, რომელიც მიიღებს ინფორმაციას და დაიცავს ინფორმატორთა კონფიდენციალობას.
  3. მოითხოვს, რომ მოხდეს სოციალური მუშაკების კვალფიკაციის ამაღლება, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმის გამართულ მუშაობას.
  4. მოუწოდებს მთავრობას, გაამკაცროს კონტროლი შესაბამისი ორგანიზაციების მიმართ და დაავალდებულოს ისინი პერიოდულად წარადგინონ ანგარიში.
  5. აუცილებლად მიიჩნევს, შეიქმნას საოჯახო ტიპის სახლები, სადაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მთელი დღის განმავლობაში მიიღებენ საკვებს, განათლებას, გაერთობიან და მხოლოდ დასაძინებლად წავლენ სახლში (საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ დარჩენაც).
  1. 3.           ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ემოციური აშლილობა მოზარდებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. დეპრესიულ მოზარდთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მასზე მოწმობს მოზარდებში სუიციდის გახშირებული ფაქტი, რასაც მათი არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა განაპირობებს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ რუსთავში

კომიტეტის წევრები: გვანცა ფხოველიშვილი, ანი ძაბუნიძე, მარიამ გორგიშელი, თამო ლომთათიძე, გვანცა ბრაჭველი, დომნა მაისურაძე, ანა ჩხარტიშვილი, სოსო კაიშაური, გიორგი ზუროშვილი, თეო სამხარაძე, ელენე მეტრეველი, თაკო ზურაშვილი, მალხაზ ბაიაშვილი, თეო ღამბაშიძე, გიორგი ბრეგვაძე, ქეთი სიხარულიძე, მერი შეყილაძე, ზუკა მახარაშვილი, ქრისტინე ბედიანაშვილი, დავით ნოზაძე, მარი ჭელიძე, ანა მახარაშვილი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: მარიამ მეტრეველი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს ქართველ მოზარდებში არსებული არასრულფასოვნების კომპლექსის გამო, რაც ხელს უშლის მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში და ასევე მათ პიროვნულ ჩამოყალიბებას.

ხაზს უსვამს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის რთულ, არაჯანსაღ ურთიერთობას.

გამოხატავს უკმაყოფილებას ინფორმაციის დეფიციტზე საქართველოში დეპრესიის რაობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ;

გამოთქვამს შეშფოთებას სასწავლო დაწესებულებებში ფსიქოლოგის ინსტიტუტის არ არსებობის გამო.

პროტესტს უცხადებს ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს, რომლებიც საზოგადოებას უქმნის არასწორ აზრს, რომ დეპრესია ემართებათ მხოლოდ სუსტ ადამიანებს და ამას არ ესაჭიროება მკურნალობა.

აცნობიერებს ქართველ მოზარდებში არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და თვითრეალიზაციის არასწორი გზების არსებობას.

აღნიშნავს, რომ დეპრესიის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ცხოვრებაში გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი, რაც კიდევ უფრო აღრმავებს მოზარდთა სულიერ პრობლემებს.

ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების არასწორი გამოყენება ხელს უწყობს მოზარდის გაუცხოებას გარემო სამყაროსთან და იწვევს მის ჩაკეტვას საკუთარ თავში.

აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობას და ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრების არაჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებას (ძალადობა ბავშვებში) და მიიჩნევს მოზარდთა დეპრესიის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1.  გმობს სასწავლებლებში ფსიქოლოგიის ინსტიტუტის გაუქმებას და მოუწოდებს  მთავრობას მისი აღდგენისაკენ.
  2. მოუწოდებს მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააქტიურდნენ, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო საშუალებების დახმარებით.
  3. მიესალმება, რომ მასწავლებლებს პერიოდულად უტარდებათ ფსიქოლოგის ტრენინგები და მოუწოდებს მათ მოსწავლეებში აღნიშნული პრობლემის შემჩნევისთანავე მათი მშობლების ინფორმირებას.
  4. რეკომენდაციას უწევს, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში ოჯახის ფსიქოლოგის ინსტიტუტის არსებობას.
  5. მოუწოდებს სოციალურ სააგენტოებს უკეთესი და აქტიური მუშაობისკენ.
  6. მხარს უჭერს სკოლებში არასავალდებულო, პერიოდულ გასაუბრებებს მოძღვართან.
  7. ამტკიცებს, რომ სავალდებულოა სკოლებში ფორმების არსებობა, რათა დაცული იყოს მოსწავლეთა თანასწორობა
  8. მოუწოდებს მთავრობას მოხდეს საქართველოს ბიუჯეტიდან სკოლის თვითმმართველობისთვის თანხის გამოყოფა, რათა განხორციელდეს შემდეგი პროექტები:
  • მოსწავლის თვითრეალიზაციის მიზნით შეიქმნას სხვადასხვა სახის კლუბები, იქნება ეს შემეცნებითი, ინტელექტუალური თუ სპორტული თამაშობები.
  • მოეწყოს ხშირი ექსკურსიები, რაგდან ბუნებასთან კავშირი დეპრესიის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
  1. 4.            რეგიონული განვითარების კომიტეტი

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ ხე–ტყის მასივს ადამიანი ჩეხავს საკუთარი მიზნებისთვის. პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით თავს იჩენს საქართველოს რაიონებში.

გასათვალისწინებელია გასული საუკუნის მწარე გამოცდილება, როდესაც მოხდა 1770 ჰექტარზე ხელოვნურად გაშენებული ქარსაცავი ზოლების განადგურება საშეშე მასალად, რომლის გამომწვევი მიზეზი იყო 1990 წლის სოციალურ–ეკონომიკური კრიზისი და განუკითხაობა შექმნილი ომის გამო. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ შეეხო დედოფლისწყაროს რაიონს, სადაც ტერიტორიების დიდი ნაწილი გაუდაბნოების გამო გამოუსადეგარი გახდა სოფლის მეურნეობისათვის.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ რუსთავში

კომიტეტის წევრები: შმაგი აფაქიძე; ბაჩანა ბერაძე; მარიამ ბეროშვილი; ვლადიმერ ბორცვაძე; გიგა გორგაძე; ირაკლი გობეჯიშვილი; ლანა დანელიშვილი; თიკო ივანიშვილი; სანდრო კობერიძე; ანნა კვიჭიძე; გიორგი კოპაძე; ლოლა კეკენაძე; მარი ლურსმანაშვილი; ლაშა მინდიაშვილი; მირიან მაჭარაშვილი; მაკა ფხალაძე; ზაზა ჯანგიძე; თაზო ჩხაიძე; ანა ჯალაღანია; ქეთევან შუბითიძე; თამარ პეტრიაშვილი; ომარ ომაროვი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ელისო კიკნაძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამო (გაუდაბნოება);

გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო , რომ ადამიანი ხე–ტყეს პირადი მიზნებისთვის ჩეხავს;

გამოთქვამს სინანულს არსებული საძოვრების არარაციონალურად გამოყენების შესახებ.

უკმაყოფილოა ადამიანის ზერელე დამოკიდებულებით ბუნების მიმართ, რაც იწვევს: ნიადაგის დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას და ასევე უმძიმეს პრობლემებს (საირიგაციო სისტემის მოუვლელობა);

ხაზს უსვამს მიწის დაუმუშავებლობის პრობლემას;

გამოთქვამს წუხილს ტერიტორიების დაჭაობების გამო.

ხაზს უსვამს არასაკმარისი ფინანსების არსებობას მელიორაციისათვის[2]

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. აძლევს მთავრობას რეკომენდაციას, რომ გატარდეს „სატყეო რეფორმა“ (მოხდეს ხეების კლასიფიკაცია, მისი რეაბილიტაცია, ტერიტორიის მიხედვით ალტერნატიური ენერგიის გამოყენება);
  2. მოუწოდებს გარემოს დაცვის სამინისტროს მოიძიეოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ინვესტიციები, რომლებიც აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს:
  • რეგიონებში აშენდეს გადამამუშავებელი საწარმოები;
  • გაიზარდოს ნაგვის ურნების რაოდენობა და მის შიდა უბნებში გადანაწილება, ასევე მოხდეს ნაგვის კლასიფიკაცია მატერიალის მიხედვით;
  • ზემოთაღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში დაწესდეს/გამკაცრდეს და გაკონტროლდეს შესაბამისი სანქციები
  1. მოუწოდებს არასამთავრობო სექტორებს, რათა აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება აღნიშნული პრობლემის შესახებ.
  1. 5.   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

 ამჟამად საქართველოში მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია ინსტიტუციებში მცხოვრები და ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ განათლების მიღების პრობლემა. სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სახლებში ჯერ კიდევ რთული მდგომარეობაა და ის პრობლემები, რომლებიც 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშით არსებობდა, არათუ სრულფასოვნად, არამედ ნაწილობრივადაც არ არის გადაჭრილი. მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და „ქუჩის ბავშვების“ სწავლებისათვის საჭიროა გააქტიურდეს როგორც მთავრობა, ასევე არასამთავრობო სექტორი, რადგან ყველას აქვს განათლების მიღების უფლება განურჩევლად სოციალური სტატუსისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული

პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ რუსთავში

 

კომიტეტის წევრები:  რატი აღდგომელაშვილი, ანი მამისაშვილი, დეა მინაძე, ანი ალადაშვილი,  გვანცა გუბელაძე, ქეთი ჩადუნელი, სალომე თათანაშვილი, ქეთი კარბაია, ანანო ლომიძე, სოფიკო ლურსმანაშვილი, ირაკლი თოთოსაშვილი, სოფო კურტანიძე, გვანცა მეტრეველი, ნუცა ჩაველაშვილი, სალომე არევაძე, ნინო ჩიხრაძე, ბაქარ გელაშვილი, გიორგი არველაძე,მედეა სულაბერიძე, ლაშა ადეიშვილი, შოთა გძელაშვილი, ქრისტინა მესხი, თენგო შუკაკიძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე: ნათია ჭანკვეტაძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ინსტიტუციებსა და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა;

გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ხშირ შემთხვევაში ინსტიტუციებსა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუუმში, რის გამოც ნაკლებად ხდება მათი საგანმანათლებო და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა;

მიიჩნევს, რომ ინფორმაციული ვაკუუმის არსებობა განაპირობებს განათლების მიღების დაბალ მოტივაციას;

გამოთქვამს უკმაყოფილებას ინსტიტუციებში განათლების მისაღებად არსებულ არახელსაყრელ პირობებთან დაკავშირებით (გათბობა, ტექნიკა, წიგნები და ა.შ.);

ხაზს უსვამს ინსტიტუციებში პედაგოგ-აღმზრდელების დაბალ ხელფასსა და დაბალ კვალიფიკაციას, რაც აისახება მათ არამოტივირებულობასა  და ბავშვებისადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებაში;

ხელმძღვანელობს, დღევანდელ რეალობაში არსებული სიტუაციით, ერთ-ერთ პრობლემად მიიჩნევს ე.წ „ქუჩის ბავშვებისათვის“ ოფიციალური სტატუსისა და დოკუმენტაციის არარსებობას;

მხედველობაში იღებს, რომ ინსტიტუციებიდან წასული სრულწლოვანი ახალგაზრდები რჩებიან სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე და პრობლემატურია მათი, როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მიღება;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.მოუწოდებს ხელისუფლებას დაამკვიდროს კვალიფიციური ფსიქოლოგის ინსტიტუტი ბავშვთა ინსტიტუციებსა და დღის ცენტრებში;

2.სთავაზობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მიაწოდოს ინსტიტუციებსა და დღის ცენტრებს მეტი ინფორმაცია საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების შესახებ და უზრუნველყოს მსგავს აქტივობებში ზემოაღნიშნული სეგმენტის მაქსიმალური ჩართულობა;

3.მხარს უჭერს, რომ ხელისუფლებამ გამოყოს დამატებითი თანხები ინსტიტუციებისა და დღის ცენტრების სათანადო ინფრასტრუქტურით აღსაჭურვად (წიგნები, ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები და ა.შ.);

4.რეკომენდაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოახდინოს პედაგოგების გადამზადება როგორც პროფესიული, ისე ფსიქოლოგიური კუთხით;

5.მოითხოვს, სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს „ქუჩის ბავშვების“ სტატუსი და ხშირად ჩატარდეს მონიტორინგი მათი რაოდენობის დასაზუსტებლად;

6.ითხოვს,  მთავრობის მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას ინსტიტუციაში მცხოვრები   ნიჭიერი და მოტივირებული ბავშვების უმაღლესი განათლება და დანარჩენი აღსაზრდელების პროფესიულ სასწავლებლებში მიღება და სწავლის დაფინანსება;

7.მოუწოდებს მთავრობას, დააჩქაროს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი;

  1. 6.           ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

ევროპაში ინტეგრაციასთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზების ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მოლაპარაკებების პროცესის წარმატების შემთხვევაში საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე დაიწყებს გასვლას სამუშაოს ძიების მიზნით. შესაბამისად, საქათველოში შეიქმნება კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობის პრობლემა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ რუსთავში.

კომიტეტის წევრები: ილია ქიმერიძე, წაქაძე ლევანი, თორღვაშვილი გოგა, ფერაძე მარიამ, დვალი ბექა, დარჩია თეონა, ბეგაძე ნიკა, ზილინაშვილი ლექსო, ხუნძახიშვილი გიორგი, ფალავანდიშვილი ლიზი, სამხარაძე  მარი, ჭანტურია გიორგი, ხვედელიძე ანა, ელყანიშვილი რამინი, ვარდიშვილი გიორგი, კარიჭაშვილი სალომე, შუბითიძე ბიძინა, გურგენიძე თეიმურაზი, ვადაჭკორია თორნიკე, გაგელაშვილი ნინო, ჯავახიშვილი ლელა, ვარდანიანი ალბერტი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ირაკლი ჩიქავა.

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, საქართველოს მოსახლეობის რიცხვის მოსალოდნელი შემცირების გამო

შეშფოთებას გამოხატავს, რომ საქართველოს განვითარების დონე შეიძლება შეფერხდეს შემდეგ სფეროებში:

  • სოფლის მეურნეობა;
  • სამედიცინო სფერო;
  • კვლევითი სფერო და სხვა.

ითვალისწინებს,  საქართველოს შრომით ბაზარზე სამუშაო ძალის გაუარესებას:

  • დაიკლებს კვალიფიციური მუშახელის რიცხვი.

გამოხატავს შიშს, რომ მოხდება ერის ასიმილაცია.

აცნობიერებს, რომ ემიგრანტების უმუშევრობამ შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური პრობლემები.

ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს დაბალი ეკონომიკური დონე აქვს შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

  • უმუშევრობა;
  • მცირე ხელფასი;
  • პროფესიული რეალიზების მცირე შანსი.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მხარს უჭერს და საჭიროდ მიიჩნევს ინდუსტრიული ზონისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  2. ურჩევს საქართველოს მთავრობას სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას ევროკავშირთან.
  3. საჭიროდ მიაჩნია საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების პოპულარიზაცია.
  4. მიაჩნია რომ აუცილებელია საგანმანათლებლო დონის სწრაფი განვითარება.
  5. მხარს უჭერს დარგობრივი სტრუქტურის განვითარებას.
  6. ამტკიცებს რომ საჭიროა ეროვნულ კულტურული ღირებულებების წინ წამოწევა.
  7. ურჩევს საქართველოს მთავრობას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
  8. იმედს გამოთქვამს რომ სახელმწიფო გაუკეთებს ორგანიზებას „ტვინების“ გაცვლით პროგრამას.

 

  1. 7.           სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტი

ჩვენს რეალობაში საქართველოსა და მსოფლიოში მკვეთრად გამოისახა მრავალი საზოგადოებრივი პრობლემა, რომელთა გადაჭრის გზებზე მუშაობა და დაძლევა ჩვენს უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია. სტატისტიკის მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევათა 83% -ის გამომწვევ მიზეზებად სახელდება ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა.

სპორტი აქტუალური საკითხია ახალგაზრდობაში, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას მრავალი ბარიერი აბრკოლებს. საქართველოში ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ ამ დაბრკოლების სხვადასხვა გზით გადალახვას. ხშირ შემთხვევაში ეს კანონი არ მოქმედებს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ რუსთავში.

კომიტეტის წევრები: გიორგი გულიაშვილი, ხატია დარჯანია, ლაშა მაჭავარიანი, თორნიკე ქავთარაძე, გიორგი კაპანაძე, რამაზ გოიათი, ლევან მერაბიშვილი, სულხან ნემსაძე, ანი გაგელაშვილი, ნიკა გაბათაშვილი, ანა კოტორაშვილი, თორნიკე ფილფანი, მერი ჯალიაშვილი, მარიამ ზიბზიბაძე, გვანცა ქერტყოევი, ლაშა ხუციშვილი, ნანა გოფოძე, ლიკა ჯაშიაშვილი.

კომიტეტის თავჯდომარეები: დავით ჩქოტუა, ლიკა დეისაძე.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აცნობიერებს მოსახლეობის არასაკმარის ინფორმირებულობას  ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ;

მწუხარებას გამოთქვამს არასრულწლოვანთათვის სავაჭრო ობიექტებში სასმელზე ხელმისაწვდომობის გამო;

მხედველობაში იღებს არსებულ რეალობაში ახალგზრდობისათვის გართობის მცირე შესაძლებლობებს;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ალკოჰოლის მავნებლობაზე მიღებული კანონის უკონტროლობის გამო;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი :

  1. მიმართავს კულტურის სამინისტროს, ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში გამოაცხადოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის კვირეულები, რომლებიც საკუთარ თავში მოიცავს სპორტულ და კულტ-მასობრივ ღონისძიებებს.
  2. მოუწოდებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ალკოჰოლზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სამკურნალო დაწესებულებების გამრავლებასა და მათ პროპაგანდას.
  3. მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქციების გაზრდასთან ერთად აკონტროლოს კანონის ყველა დამრღვევი და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ამაზე. კანონის თანახმად დააჯარიმოს არა მხოლოდ არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიმწოდებელი, არამედ მისი (არასრულწლოვნის) მშობლებიც.
  4. თხოვნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, შემუშავდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ობიექტებში შეუძლებელი გახდება პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის გარეშე ალკოჰოლური სასმელის ყიდვა.
  5. მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადოს საგრანტო პროგრამა „ანტიალკოჰოლიზმი“, რომლის ფარგლებში ყველას შეეძლება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი, ლიტერატურული, მუსიკალური, თეატრალური და სპორტული დადგმების სახით, რომლებიც გაუწევენ ანტირეკლამას ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას, ასევე სურვილს გამოთქვამს, რომ დაფინანსდეს ამავე სამინისტროს მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ალკოჰოლური სასმელების უარყოფითი ზეგავლენის პროპაგანდირება სოციალური ქსელებითა და მედიით.

[1] ინტენსიური მეურნეობა გულისხმობს პროდუქციის ზრდას არა დასამუშავებელი ფართობის ზრდით, არამედ მიწის დამუშავების ტექნოლოგიის სრულყოფით

[2] მელიორაცია – ნიადაგდაცვითი და სხვ. სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს გამოუსადეგარი მიწების სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით ათვისებას.

 

About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s