თელავის რეზოლუციები

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ქალაქი თელავი, 16 – 18 მარტი


 

1. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

დადგენილება #2

დღესდღეობით საქართველოში შეინიშნება განათლების არასახარბიელო დონე. სათანადო ყურადღება ვერ ექცევა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. გატარებული რეფორმები კი ვერ უზრუნველყოფენ სწავლის ხარისხის ამაღლებას. მასწავლებლები სარგებლობენ დაბალი სოციალური სტატუსით, რაც გამოიხატება დაბალ ხელფასებში, არასტაბილურ სამსახურსა და არახელსაყრელ პირობებში მუშაობით. დღეს არსებული მდგომარეობით, თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, პედაგოგთა დეფიციტი გარდაუვალია.

 

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ თელავში

კომიტეტის წევრები: ხატია სამუკაშვილი, შალვა ჯავახიშვილი, ქეთი გიორგანაშვილი, გიორგი დოლმაზაშვილი, მარი პარწიკანაშვილი, ნინო დედაბრიშვილი, ქეთი ნუცუბიძე, ნინო კირვალიძე, თამარ თვალიაშვილი, ნიკოლოზ გოცირიძე, იზა მეგრელიშვილი, ციური გოცირიძე, ნინო შოშიაშვილი, თამთა ბუცხრიკიძე, მარიამ მეგრელიშვილი, ზაზა წიკლაური, ნიკოლოზ მოურავიძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ კობახიძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს შეშფოთებას სკოლებში მასწავლებლის დაბალი ხელფასების არსებობის გამო;

ხაზს უსვამს, რომ მასწავლებელთა დაბალი ხელფასი პირდაპირ გავლენას ახდენს პედაგოგთა მოტივაციაზე;

დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა არაკვალიფიციურობა გავლენას ახდენს განათლების დონეზე;

გამოთქვამს უკმაყოფილებას სკოლებში არსებულ არახელსაყრელ პირობებთან დაკავშირებით (გათბობა, ლაბორატორიების არარსებობა, მოძველებული ინფრასტრუქტურა);

აცნობიერებს, რომ არასტაბილური სამსახური , არადამაკმაყოფილებელი სამუშაო გარემო განაპირობებს კადრების ნაკლებობას;

გამოხატავს სინანულს მასწავლებლის დაბალი სტატუსის გამო;

ითვალისწინებს სკოლებში არსებულ სწავლის დაბალ დონეს, რაც ხელს უწყობს რეპეტიტორების აყვანის საჭიროებას;

მხედველობაში იღებს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები ვერ ახდენს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1. ურჩევს ხელისუფლებას, თანდათანობით მოხდეს მასწავლებელთა მინიმალური ხელფასის ამაღლება.

2. რეკომენდაციას უწევს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოხდეს აბიტურიენტების წახალისება, რათა მოხდეს კვალიფიციური კადრების მოზიდვა პედაგოგიკის ფაკულტეტებზე (გამოიყოს მეტი დაფინანსება შესაბამისი ფაკულტეტებისათვის)

3. მხარს უჭერს, მთავრობამ გამოყოს შესაბამისი თანხები, რათა სკოლები აღიჭურვოს სათანადო ინფრასტრუქტურით.

4. მოუწოდებს მთავრობას, მიღებულ იქნეს კანონმდებლობა, რათა გართულდეს დამქირავებელთა მიერ მასწავლებელთა დათხოვნის მექანიზმები, რათა პედაგოგებს ჰქონდეთ სტაბილური სამსახური.

5. ითხოვს, გატარდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა სოციალური სტატუსის ამაღლებას.

6. იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდება წარმატებული მასწავლებლების წახალისება.

7. მოუწოდებს მთავრობას, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და რეფორმები, რათა ამაღლდეს სწავლების დონე სკოლებში.

8. ითხოვს ხელისუფლებისგან, რომ დაზღვევის პრობლემის გადასაჭრის მიზნით,  გამოყოს შესაბამისი თანხები სოციალურად დაუცველი და სხვა ფენების წარმომადგენელი სსსმ ბავშვების სამედიცინო დაზღვევისათვის.

9. მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს სასერტიფიკაციო გამოცდების მოთხოვნები. დამატებით აცხადებს, რომ გამოცდებამდე უნდა მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება და დატრენინგება.

2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

დადგენილება # 2

საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, შიდსი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აივ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების  3057  შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული  პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გურჯაანში;

კომიტეტის წევრები: იური მიქელაშვილი, ლაშა დემურაშვილი, გიორგი გიორგაშვილი, ნათია ბოტკოველი, ელზა ესიტაშვილი, თათია როსტიაშვილი, ნინო გრემელაშვილი, მაკა შალოშვილი, ვალერი ბოჭორიშვილი, ლაზარე ბოჭორიშვილი, ელენე ტატიშვილი, დაშა ბურიშვილი, მარიამ ბეჟუაშვილი, გიორგი ლაზარიაშვილი, ელენე ოთარაშვილი, ქეთი მეგუთნიშვილი, თამარ ღვინიაშვილი, თიკო ლაზარიაშვილი, გიორგი მწყერაძე, მურადი ბახუტაშვილი, ავთო ლაღიაშვილი;

კომიტეტის ხელმძღვანელი: შორენა მეგრელიშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს საქართველოში აივ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო.

მიესალმება საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში გატარებული რეფორმების ეფექტურობას.

შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის გავრცელების თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობის გამო.

შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში სგგდ-ს მაღალი პრევალენტობის (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაღალი გავრცელების დონის) გამო.

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შიდსის გავრცელებაზე გავლენას ახდენს მოსახლეობის მზარდი მიგრაცია  და საერთაშორისო კონტაქტების განვითარება.

გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოში ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების და სანიტარიის დაცვის საშუალებების გამოყენების დაბალი დონის გამო.

გამოთქვამს სურვილს სამედიცინო პერსონალმა გაიუმჯობესოს საჭირო უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

გამოხატავს უკმაყოფილებას მოსახლეობაში შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ნაკლებობის გამო.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.      მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებულ რეფორმებს საქართველოში, რადგან ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა საკმაოდ ხშირად აივ ვირუსით ავადდება, მათი რაოდენობის შემცირება კი თავისთავად შიდსით დაავადებულთა რაოდენობაზე აისახება.

2.     მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მჭიდროდ ითანამშრომლოს მეზობელი ქვეყნების მთავრობებთან შიდსის პრევენციისათვის საერთო პროგრამების შემუშავების მიზნით.

3.     მოუწოდებს მედია საშუალებებს მოახდინონ საზოგადოების უკეთესი ინფორმირება სგგდ-სგან თავის დასაცავი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და გაუწიონ პროპაგანდა პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევებს მოსახლეობაში.

4.     მოუწოდებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მოახდინოს ჰიგიენაზე ზრუნვის (მაგ. სილამაზის სალონების) და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა ხშირი კონტროლი სამედიცინო ინსტრუმენტების, სანიტარიის დაცვისა და სასტერილიზაციო საშუალებების უკეთესი მონიტორინგის მიზნით.

5.     მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალისთვის  საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

6.     მოსახლეობაში შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოუწოდებს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს გააქტიურდნენ საზოგადოებაში შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და ტრეინინგების ჩატარების კუთხით.
  • განათლების სამინისტროს, მოხდეს სასკოლო სახელმძღვანელოებში შიდსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაცნობა მოსწავლეთათვის.

7.     მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შიდსის სფეროში გატარებული უახლესი რეფორმების საქართველოში იმპლემენტაცია.

8.     მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულებებს, ფეხმძიმე ქალებს გაუწიონ შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მათი გამოკვლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე აივ ვირუსის გადაცემის შემთხვევები.

9.     მოუწოდებს სისხლის ბანკს და საქართველოში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას მოხდეს ჩაბარებული სისხლის სათანადო შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული აივ ვირუსით ინფიცირებული სისხლის გადასხმის შემთხვევები.

3. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

დადგენილება #2

2011 წლის 5 დეკემბერს დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  ხელშეკრულების დასადებად. ეს ხელშეკრულება საქართველოს საშუალებას მისცემს შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა ევროკავშირმა საქართველოს წამოუყენა პირობები, რომელთა შორისაა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა. არსებულ რეალობაში საქართველოში სურსათის უსაფრთხოება არ არის დაცული.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ თელავში.

კომიტეტის წევრები: ეკატერინე ბუჩუკური, ქეთევან რატიანი, გიორგი ოდოშაშვილი, ია ჩირიკაშვილი, ლილიანა იოსებაშვილი, თემური სულხანიშვილი, ნათია ტაკიძე, ჯიმშერი მაისურაძე, შოთა მაისურაძე, თემური ლეგაშვილი, ნათია მარგალიტაშვილი, მარიამ აბესაძე, მარიამ სუმბაძე, მარიამ ცისკარაშვილი, მარხა გაურგაშვილი, მინდია მინდიაშვილი, ნინო მეზვრიშვილი, თამარ გუსარიშვილი, თამარ გომურაშვილი, ლანა ლილაური, ლია მეზვრიშვილი, მაია გოცირიძე, მარი გოცირიძე და დავით კუტიბაშვილი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: შალვა საბაური

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოში სურსათის უვნებლობა არ არის უზრუნველყოფილი.

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ საქართველოში ბაზრები არ არის პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურით აღჭურვილი.

აანალიზებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოცემულ თემატიკაზე არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და არ არის ქმედითუნარიანი.

მხედველობაში იღებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სურსათის ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

აღნიშნავს, რომ  არ არსებობს უნივერსალური და საყოველთაო პრაქტიკული მოხმარებისათვის განკუთვნილი მინი-ლაბორატორიების სისტემა.

აცნობიერებს, რომ შხამ-ქიმიკატებისა და სასუქების ფასი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის.

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბაზრებზე ანტისანიტარული მდგომარეობის გამო.

ხაზს უსვამს, რომ საკონდიტრო წარმოებაში არსებობს არასათანადო ჰიგიენური მდგომარეობა.

გამოხატავს სინანულს, მოსახლეობის მოცემული საკითხით ინფორმირებისა და მეწარმეების იურიდიული კომპეტენციის დეფიციტის გამო.

მხედველობაში იღებს, მეწარმეების ინტერესებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. ადგენს, რომ გადაიხედოს მოცემულ თემატიკაზე არსებული კანონების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და გამკაცრდეს სანქციები.
  2. ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება მოცემული საკითხზე.
  3. რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, რომ ბაზრები აღჭურვოს პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურით.
  4. მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, შექმნას უნივერსალური და საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი მინი-ლაბორატორიების სისტემა ეფექტური განლაგებით.
  5. რეკომენდაციას უწევს, იუსტიციის სამინისტროს, იზრუნოს მეწარმეებისთვის იურიდიული ექსპერტიზის ხელმისაწვდომობაზე.
  6. ურჩევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებს, ჩამოაყალიბოს ბიზნეს რეგიონები, რომელსაც  ექნება საკუთარი ბიუჯეტი.
  7. ავალდებულებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შექმნას კვლევითი ობიექტი, რომელიც დადებს სურსათის ხარისხის განმსაზღველ კრიტერიუმებს.
  8. მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, ბიზნეს რეგიონების ჩამოყალიბების შემთხვევაში, მათ ბიუჯეტში ფინანსური სანქციებიდან შესული თანხებით უზრუნველყოს სახელმწიფო დახმარება, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და სასუქებზე.
  9. რეკომენდაციას უწევს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოახდინოს საკონდიტრო წარმოების სავალდებულო ლიცენზირება.

4. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

დადგენილება #2

ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ქალებზე ძალადობა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 95% ქალია. ოჯახში ძალადობა სერიოზულ პრობლემად რჩება.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წeვრების მიერ ქ. თელავში.

კომიტეტის წევრები:  ანნა ალადაშვილი, თათია ბერიაშვილი, ნინო დარჩიაშვილი, ნინო კევლიშვილი, ცირა გიგიტელაშვილი, დიანია გორგიშვილი, ქეთი მახნიაშვილი, ნინო გელდიაშვილი, გიორგი მურველაშვილი, ლევან მესაბლიშვილი, სალომე ბიძინაშვილი, ლია ციხელიშვივილი,, ირაკლი ბიწკინაშვილი, ნაზი გახუტელაშვილი, სოფიკო სუხიტაშვილი, მარიამ ბაქრაძე, გიორგი  როსტომაშვილი, სალომე ჯიმშიტაშვილი, ანა შალამბერიძე,მზია სუხიტაშვილი, შალვა სუმბაძე, ნინო ხუციშვილი, შორენა ქეთელაური, მარიამ ფირაშვილი, თამარ ლაჩაშვილი, ალექსანდრე წიქარაძე.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ქეთევან ჩიტაშვილი.

 

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ დღესდღეობით საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ხშირია ქალზე ძალადობის ფაქტები;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ რეგიონებში არ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები მოძალადეებისა და დაზარალებულთათვის, სადაც მოძალადე მიიღებდა დახმარებას, ხოლო დაზარალებულს ექნებოდა თავშესაფარი;

გამოხატავს, მწუხარებას, რომ ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონებში არ არსებობს საკმარისი სამუშაო ადგილი, რაც ხშირად ოჯახებში კონფლიქტის მიზეზი ხდება და ამის ნიადაგზე უამრავი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი;

განიხილავს რეგიონებში სოციალური სააგენტოების ნაკლებობას (ხშირ შემთხვევაში არ არსებობას), ხაზს უსვამს, რომ ეს ფაქტი ხელს უწყობს ქალზე ძალადობის შემთხვევების ზრდას;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ საქართველოში საზოგადოებას ნაკლებად მიეწოდება ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.      მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა, საქართველოს პარლამენტის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობა თემის პოპულარიზაციის მიზნით, რაც გამოიხატება: აქციების, ტრეინიგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებით.

2.     რეკომენდაციას უწევს, რეგიონებში ორი სახის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას, სადაც მოხდება ორივე მხარის დახმარება. მოძალადეებს გაეწევათ ფსიქოლოგიური დახმარება, ხოლო დაზარალებულებს ექნებათ თავშესაფარი.

3.     მოუწოდებს მთავრობას, შექმნას რეგიონებში სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის მაჩვენებლის კლებას და შეამცირებს ოჯახურ კონფლიქტებს.

4.     რეკომენდაციას უწევს რეგიონებში სოციალური სააგენტოების შექმნას, რომელიც იმუშავებს უშუალოდ პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრაზე.

5.     გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხალხის ინფორმირება უნდა გაიზარდოს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ მხარი უნდა დაუჭიროს მედიისა და არასამთავრობო სექტორის ღონისძიებებს.

5. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

დადგენილება #2

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოს ეკონომიკაში გაჩნდა ახალი ტენდენცია. სხვადასხვა ქვეყნებში შეიქმნა  სპეციალური ზონები, მათ შორისაა ტექნოლოგიური ზონა.

ტექნოლოგიური ზონები აერთიანებს სივრცეს, სადაც ადგილობრივი და/ან უცხოური ფირმები ახორციელებენ კვლევით და განვითარების (R&D) ოპერაციებს და/ან ინოვაციურ პროექტებს (ტექნო პარკი, ბიზნეს ინკუბატორები).

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქ.თელავში

კომიტეტის წევრები: თამარ გოჩიაშვილი, ნინო ნებიერიძე, ქეთი კევლიშვილი, მარი ქევხიშვილი, ანა ქურციკაშვილი, ქეთი ბაღანაშვილი, მარი მაისურაძე, ლაშა გრიშიკაშვილი, გიორგი შათირიშვილი, ჯაბა მაისურაძე, ქეთი ლაზარიაშილი, ია ბაჩიაშვილი, თაზო ფოთოლაშვილი, ნატო ზარაფიშვილი, გიგა ტუხიშილი, გუჯა კევლიშილი, ოთარ კევლიშვილი, ალექსანდრე ღვინიაშვილი, ნინო კუპატაძე, მარიამ ბოჭორიშვილი, ანა ჩიფაშვილი, თემურ მუმლაური, არსენა ფიცხელაური.

კომიტეტის თავმჯდომარე: გვანცა გრიგალაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აცნობიერებს, რომ ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა და მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

ხაზს უსვამს, რომ წარმოების ეფექტურობისთვის საჭიროა კვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა, რაც დღესდღეობით საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ  საზოგადოება ნაკლებადაა დაინტერესებული ამ დარგით.

წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ნაკლებად ხორციელდება ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო.

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მეცნიერებს და გამომგონებლებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო გარემო თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქციის შექმნისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:  

  1. მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიურ განვითარება უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების მთავარი პრიორიტეტი. აღნიშნულის მისაღწევად.
  2. მხარს უჭერს, დაარსდეს პროფესიული სასწავლებლები, ინსტიტუტები, ცენტრები, რომლებიც აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის ლაბორატორიული დანადგარებით, rac ინოვაციურ პროექტებზე მუშაობისთვისa და ექპერიმენტების ჩატარებისთვის საჭირო გარემოს შექმნის.
  3.  ურჩევს მთავრობას, დანერგოს საუნივერსიტეტო ტექნოლოგიური პარკები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ პროგრესს და ტექნოლოგიური მიმართულებით დაინტერესებულ პირთა რაოდენობრივ ზრდას. რეკომენდაციას უწევს მთავრობას, ხელი შეუწყოs უცხოეთში გაცვლით-საგანმანათლებლო პროგრამებiს განხორციელებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
  4. აღნიშნავს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური განვითარებისთვის აუცილებელია ბიზნეს-ინკუბატორების შექმნა, რაც ქვეყანას დაეხმარება არსებული პრობლემების ეფექტური გზით გადაჭრაში (ბიზნეს-ინკუბაცია არის ხელშემწყობი პროცესი, რომელიც მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით მაქსიმალურად აჩქარებს მეწარმეთა საქმიანობის განვითარებას).

6. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

დადგენილება #2

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით არსებული  ნაგავსაყრელების  ძალიან მცირე რაოდენობაა უზრუნველყოფილი თანამედროვე  ინფრასტრუქტურით. პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით იკვეთება საქართველოს რეგიონებში. თელავის რაიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ, მოსახლეობის 70% გარემოს დაცვის საკითხებში გამოყოფს შემდეგ პრობლემებს: მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელები, ნარჩენების შეგროვების გაუმართავი სისტემა და არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ თელავში:

კომიტეტის წევრები: მალხაზ აბულაძე; თამარ არაბული; ცისია აივაზაშვილი; ნინო ბერიშვილი; ჟანეტა ბურნაძე; მეგი გამტკიცულაშვილი; თათია გოცირიძე; ვერიკო გრიშიკაშვილი; რევაზ ესიტაშვილი; გვანცა იობაშვილი; თამარ კევლიშვილი; ნინო მამუკელაშვილი; გიორგი მეხრიშვილი; გვანცა პაპუაშვილი; ხატია პაპუაშვილი; თამაზ სოზაშვილი; ნიკა ჭანკოტაძე; ლევან ჯაჯანიძე.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ნათია შარიქაძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო;

გამოხატავს სინანულს, რომ არ ხერხდება ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება;

შენიშნავს, რომ დასუფთავების სამსახურს არ გააჩნია საკმარისი ინვენტარი (ტექნიკური აღჭურვილობა);

აღნიშნავს მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალ დონეს (ინფორმაციულ ვაკუუმს) მოცემულ პრობლემებთან მიმართებაში.

ხაზს უსვამს, კანონის აღმასრულებელი ორგანოს არასათანადო მუშაობას.[1]

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.     აძლევს მთავრობას რეკომენდაციას, რომ მოხდეს არსებული ნაგავსაყრელების შესწავლა, ახალი ნაგავსაყრელებისათვის შესაფერისი ადგილების შერჩევა ექსპერტების მიერ და მათი იზოლირება.

2.     მოუწოდებს გარემოს დაცვის სამინისტროს მოიძიოს  საერთაშორისო გარემოსდაცვითი დონორი ორგანიზაციები,  რომლებიც ინვესტიციას ჩადებენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, კერძოდ:

•     თითოეულ რეგიონში აშენდეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს მინიმუმ ერთი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო.

•     საწარმოს ამუშავების შემთხვევაში, მიღებული შემოსავლიდან მოხდეს დასუფთავების სამსახურისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა.

3.     მიიჩნევს, რომ:

•     მოსახლეობის თვითშეგნების ასამაღლებლად საჭიროა, სარეკლამო რგოლების ხშირი ჩვენება ტელევიზიის საშუალებით და ბანერების განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,

•     შესაძლოა წელიწადში ორჯერ მასობრივი დასუფთავების დღეების დაწესება.

  1. მოუწოდებს არასამთავრობო სექტორს, რათა მიმართოს აქტივობები აღნიშნულ საკითხის გარშემო საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად.
  2. ადგენს, რომ კანონის აღმასრულებელი  ორგანოს საქმიანობა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.
  3. იმ შემთხვევაში თუ გარემოს დაცვის ინსპექცია ვერ შეასრულებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 146-ე მუხლში გათვალისწინებულ ვალდებულებებს, განიხილავს აღნიშნული ვალდებულების დელეგირებას სხვა ორგანოსათვის (მაგ. პატრული).

7. რეგიონული განვითარების კომიტეტი

დადგენილება #2

მოგეხსენებათ,  რომ   საქართველოში,  მაღალმთიან რეგიონებში იმატა მიგრაციის პრობლემამ. დემოგრაფიული  საკითხები, ყოველთვის  ჩვენი   ქვეყნის ისტორიის   ერთ-ერთი   უმნიშვნელოვანეს   პრობლემატიკას   წარმოაგდენდა. დღევანდელ ეტაპზე, 53% ქალაქის და 47% სოფლის მცხოვრებია.  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კი მთიდან ბარში ჩამოსული  მოსახლეობის რაოდენობა დაახლოვებით 20%-ია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არც თუ ისე მცირე მაჩვენებელია.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს  ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ თელავში.

კომიტეტის წევრებიეკა სესიკაშვილინათია ნინიკელაშვილი, ნატალია იარაჯული, ლაშა ჩაველაშვილი, ბექა ხუტუაშვილი, ალექსი კირვალიძედავით გიორგაძე, გიორგი შარმაზანიშვილინინო შათირიშვილითიკო წიქარაძე, ანი ხუციშვილი, ნინო ხუცაიძე, შალვა დაღელიშვილი, მიხეილ გულიაშვილირობა ფარნაოზაშვილი.

კომიტეტის თავნმჯდომარე: გიორგი ვახტანგიშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

 

აანალიზებს  ფაქტს,  რომ  მაღალ  მთიან რეგიონებში  მეტად აქტუალურია ინფრასტრუქტურასთან და კომუნიკაციასთან  დაკავშირებული  პრობლემები, კერძოდ: სატრანსპორტო, სავალი გზების გაუმართაობა ან არარსებობა.

აღნიშნავს ენერგო რესურსების დეფიციტს.

ღრმა შეშფოთებას  გამოხატავს საგანმანათლებლო  დაწესებულებების, კერძოდ საჯარო სკოლების გაუმართაობის შესახებ.

აგრეთვე აცნობიერებს ტექნიკური უზრუნველყოფის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო, სამედიცინო დახმარების და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის ხელმიუწვდომლობა.

არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადგილობრივი  მოსახლეობის  საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით, ასევე კომუნალური პირობებით უზრუნველყოფას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

 

  1. მიმართავს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ მოახდინოს არსებული გზების რეაბილიტაცია, ხელი შეუწყოს ახალი გზების მშენებლობას და სისტემატურად აწარმოოს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
  2. რეკომენდაციას უწევს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროს, რათა აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო გარემოს დაცვის ორგანიზაციებთან მაღალ მთიან რეგიონებში თანამედროვე ალტერნატიულ ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების მიზნით, ასევე გამოცხადდეს კონკურსი საუკეთესო ენერგო მიმწოდებელი კომპანიების გამოსავლენად და მოხდეს არსებული ენერგო სატრანსპორტო ხაზების რეაბილიტაცია.
  3. მიმართავს განათლების, კულტურის და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადდეს ტენდერი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, საჯარო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გამართვისათვის, აგრეთვე მოხდეს სპეციალური ტრენინგ-კურსების ორგანიზება პედაგოგების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
  4. მოუწოდებს ჯანდაცვისა და სოციალური Uუზრუნველყოფის სამინისტროს, რომ საფუძველი ჩაუყაროს პირველადი დახმარების,  მცირე ადგილობრივი მედპუნქტების მშენებლობას, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას და მათი კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებას. დასაშვებად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს სახანძრო სამაშველო სამსახურების მობილიზაცია ლოკალურ დონეზე.
  5. მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გამოცხადდეს ტენდერი, ადგილობრივი მოსახლეობის საკვები, საყოფაცხოვრებო პროდუქტებით უზრუნველყოფის და ადგილობრივი ბაზრის განვითარების მიზნით, რის შედეგადაც მოხდება ადგილობრივი საწარმოების და მათთან ერთად არა მალფუჭებადი პროდუქტებისთვის სპეციალური საცავების მშენებლობა, რომელიც ზამთრის პერიოდში მოამარაგებს მოსახლეობას.
  6. ადგენს, რომ გაიხსნას საგადასახადო მომსახურების ცენტრები.
  7. აუცილებლად მიიჩნევს, განხორციელდეს მთავრობის მიერ ინვესტიციების მოზიდვა მთის რესურსების, გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობისთვის.
  8. მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, რომ მოახდინოს ადგილობრივ სოფლებში ვეტერინართა ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებიც მიიღებენ სტაბილურ ხელფასს და მოემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

[1]საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 200, ხოლო იურიდიული – 1000 ლარით. აღნიშნული საკითხის გაკონტროლება ევალება გარემოს დაცვის ინსპექციას.

About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s