გორის რეზოლუციები

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

 

დადგენილება #4

20-21-22აპრილი, ქალაქი გორი

  1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

ევროპაში ინტეგრაციასთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზების ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მოლაპარაკებების პროცესის წარმატების შემთხვევაში საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე დაიწყებს გასვლას სამუშაოს ძიების მიზნით. შესაბამისად, საქათველოში შეიქმნება კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობის პრობლემა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ რუსთავში

კომიტეტის წევრები: სოფო კლიმიაშვილი, სოსო მიქია, თამარ კაკალაშვილი, ანა გიუნაშვილი, თორნიკე დავითაშვილი, ანა ბეჟანიშვილი, გიორგი ლომსაძე, ანი ცერცვაძე, ბესიკ მაჩაბელი, ნინო ბლუაშვილი, ვერიკო იჩქითი, სალომე ქვლივიძე.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ირაკლი ჩიქავა

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს ქვეყნის განვითარების დაბალ დონესთან დაკავშირებით:

  • ეკონომიკაში;
  • განათლებაში;
  • მედიცინაში;

გამოხატავს უკმაყოფილებას კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობასთან დაკავშირებით;

ხაზს უსვამს, არახელსაყრელი პირობების არსებობას მედიცინის დარგში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინოვაციების თვალსაზრისით;

გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას მაღალ გადასახადებთან დაკავშირებით;

გამოხატავს სინანულს თვითრეალიზაციის დაბალ დონესთან დაკავშირებით;

მხედველობაში იღებს აგრარული სექტორის განუვითარებლობას;

აცნობიერებს  პროფესიული სასწავლებლების სიმცირეს;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას კვალიფიციური პედაგოგების მომზადება-გადამზადების საკითხში;
  2. მხარს უჭერს ტექნოლოგიურ განვითარებას აგრარულ სფეროში;
  3. მოუწოდებს აუთვისებელი მიწების ათვისებისაკენ;
  4. მოითხოვს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას;
  5. იმედს გამოთქვამს, რომ გატარებული რეფორმების საფუძველზე განვითარდება ბიზნესი;
  6. ამტკიცებს, რომ გადასახადების შემცირება (საბანკო სექტორი) ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას;
  7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოამზადოს ნიადაგი ქართული პროდუქციის წარმოების გაზრდისათვის, ეს ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას და იმპორტის შემცირებას;
  8. მიიჩნევს, რომ ინდუსტრიალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას;
  9. მხარს უჭერს კვალიფიციური მუშახელის მომზადებას და არსებული მუშახელის გადამზადებას;
  10. მხარს უჭერს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას (კულტურული ძეგლების პოპულარიზაცია) ყოველივე ამისთვის საჭიროა ინფრასტუქტურის განვითარება;
  11. ამტკიცებს, რომ „ტვინების გადინებას“ ხელს შეუშლის პატრიოტული მოტივის გაზრდა;
  12. მოითხოვს ინოვაციური პროექტების დაფინანსებას;2.   ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

საქართველოში,ისევე როგორც მსოფლიოში, უნარშეზღუდულ პირთა ოდენობა ძალიან დიდია, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ დღევანდელი მონაცემებით  მსოფლიოში მოსახლეობის 10% უნარშეზღუდულია. საქართველოში  კი მათი რიცხვი 134 ათასს აღწევს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გორში

კომიტეტის წევრები: თამუნა ოქრუაშვილი, ვახო მარწყვიშვილი, დავით ღოლიჯაშვილი, ინა პაპუაშვილი, ელენა ქერდიყოშვილი, თამარ გლურჯიძე, გვანცა ვახტანგაშვილი, მარიამ გამხუაშვილი, ნატო სიდამონიძე, მარიამ მელაძე, ვანო ტატულაშვილი, მარიამ გოჩაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, გიორგი რაზმაძე, რუსუდან ფიდიური, ნანა თამაზაშვილი, ანა მიხანაშვილი, ირინა გუთნიაშვილი, ბექა ბუხრაძე

კომიტეტის ხელმძღვანელი : გვანცა ბარბაქაძე

საქართველოს ახალგაზრდული  პარლამენტი :

გამოთქვამს წუხილს, რომ უნარშეზღუდული  პირები გარიყულად და მიუსაფრად მიიჩნევენ საკუთარ თავს, რის გამოც, ისინი არ არიან  სათანადოდ ინტეგრირებულნი საზოგადოებაში;

გამოხატავს უკმაყოფილებას საზოგადოების ინდეფერენტული დამოკიდებულების გამო ასეთი პირების მიმართ;

ხაზს უსვამს, რომ საქართველოს დაზღვევის პროგრამა არ არის მორგებული უნარშეზღუდულ პირთა სრულ სპექტრზე;

აცნობიერებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ტრანსპორტი, შენობები და ქუჩები ადაპტირებული მათ შესაძლებლობთან, რაც წარმოშობს ასეთ პირთა გადაადგილების პრობლემას;

აანაზილებს, რომ უნარშეზღუდული პირებისათვის განათლება არ არის ხელმისაწვდომი;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, იმის გამო, რომ დასაქმების ობიექტებში ხდება უნარშეზღუდულ პირთა დისკრიმინაცია;

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი :

        1.    რეკომენდაციას უწევს არასამთავრობო სექტორს, მონაწილეობა მიიღოს უნარშეზღუდულთა უფლებების დაცვაში, მნიშვნელოვანია ამ პროცესში:

  • თავად უნარშეზღუდულ პირთა ჩართვა;
  • საპატრიარქოს დახმარება ამ კუთხით;
  1. მოუწოდებს,
  • მოეწყოს, რაც შეიძლება მეტი აქცია, ჩატარდეს ტრენინგები სკოლებსა და უნივერსიტეტბში;
  • მასმედიას მსგავსი აქციების გაშუქებისაკენ;
  1. რეკომენდაციას უწევს, ყველა უნარშეზღუდულ პირს ჰქონდეს სადაზღვევო პოლისი, რომელიც გარკვეული ხარჯებით უზრუნველყოფს მის მკურნალობას;
  2. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოყოს თანხა შენობებისა და ტრანსპორტის კეთილმოწყობისათვის, რათა უნარშეზღუდული პირები გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად;
  3. მხარს უჭერს, რომ უნარშეზღუდულ პირებს მიეცეთ საჯარო სკოლებსა და სასწავლებლებში ჩართვის უფლება; ინკლუზიური განათლება უნდა ემსახურებოდეს იმასაც, რომ ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც მონაწილეობის სურვილი აქვს;
  4. რეკომენდაციას უწევს, რომ დაარსდეს უნარშეზღუდულ პირთა პროფესიული გადასამზადებელი ცენტრები, რის შემდეგაც მოხდება სოციალური მუშაკების მიერ ასეთ პირთა შესაძლებლობების შესწავლა და ამის მიხედვით მათი დასაქმება;3.   სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი

საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი სპორტული განვითარების დონეა, რის შედეგადაც სულ უფრო მატულობს არაპროფესიონალი სპორტსმენების რიცხვი. აღნიშნულზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოს სპორტული წარმომადგენლობა ძირითად სპორტის სახეობებში მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს ვერ იკავებს. ამასთან ერთად, საფრთხეშია ქართველ ახალგაზრდა სპორტსმენთა ჯანმრთელობა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება სპორტულ მწვრთნელებს.

აღნიშნული დადგენილება მიღებული იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ქალაქ გორში

კომიტეტის წევრები: გიორგი ფცქიალაძე, იულონ აბუაშვილი, ნინო შეყილაძე, გიორგი ჩილინდრიშვილი, ანა გოგოსაშვილი, ლევან ერაშვილი, გოდერძი უსკოვი, ნინო ცუცქირიძე, ბექა ჯაყელი, ქეთი ჭიღლაძე, თათია ფერესაშვილი, ცირა მერებაშვილი, მარიამ კურტანიძე, დიტო წურიაშვილი, თეკლა რთველაძე, შაკო წერეთელი, ლადო გიგაური.

კომიტეტის თავმჯდომარე: დავით ჩქოტუა

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას არ ჰყავს საკმარისად კვალიფიცირებული მწვრთნელები, რაც განაპირობებს სპორტსმენთა არასწორ ფიზიკურ დატვირთვას და მომზადებას;

აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს საკმარისი პირობები სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებისათვის. რეგიონებში სპორტულ დაწესებულებებში არ არის დაცული ელემენტარული ჰიგიენის ნორმები, არ არის საკმარისი ინვენტარი;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი სპორტსმენები არ იღებენ საკმარის ფულად ანაზღაურებას;

გამოხატავს წუხილს სპორტსმენთათვის პერსპექტივის არ არსებობის გამო;

ხაზს უსვამს იმ გარემოებას რომ საქართველოში არის ინფორმაციის ნაკლებობა სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1. მოუწოდებს მთავრობას  დააფინანსოს მწვრთნელების გადამზადება და  მათ კვალიფიკაციის ამაღლებას  შეუწყოს ხელი;

2. რეკომენდაციას უწევს ხელისუფლების ორგანოებს თანამედროვე სპორტ-კომპლექსების აშენებისა და კეთილმოწყობისკენ, სადაც დაცული იქნება  ჰიგიენა და უზრუნველყოფილი  ინვენტარი;

3. ურჩევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აწარმოოს წამახალისებელი ღონისძიებები სხვადასხვა სპორტულ სახეობებში;

4. იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო დაფინანსება სპორტის სექტორში გაიზრდება მოთხოვნილების შესაბამისად;

5. მიიჩნევს, რომ უფრო მეტად უნდა მოხდეს სპორტის სხვადასხვა სახეობების და თავად სპორტსმენების პოპულარიზება;

6.  დასაშვებად მიაჩნია პენსიის დანიშვნა ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ დამსახურება ქართულ სპორტში და ასაკობრივი თუ ჯანმრთელობის მიზეზთა გამო ტოვებენ სპორტს;

4. რეგიონული განვითარების კომიტეტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2005 წელს გატარებული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა სკოლების ოპტიმიზაციას, მაღალმთიან რეგიონებში წარმოქმნის მასწავლებლების ხელფასის გადახდისა და მოსწავლეებისთვის შორ მანძილზე სიარულის მნიშვნელოვან პრობლემას, რაც წარმოადგენს მიგრაციის წინაპირობას.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გორში

კომიტეტის წევრები:  ნინო მამესწარაშვილი, გიორგი სვიანაძე, ეკატერინე ხუბულური, მარიამ ხმიადაშვილი, თამარ ბარამაშვილი, აპოლონ ლოცულაშვილი, სოფიო ქოჩორაძე, გიორგი ანდღულაძე, ნინო ბედოშვილი, ჯემალ ფეხშველაშვილი, ალექსი ტეტუნაშვილი, ციალა წიქარიძე, ნინო ელიაშვილი, მარიამ შაქარაშვილი, ნუციკო ხუციშვილი, სალომე ელბაქიძე.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ელისო კიკნაძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აანალიზებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადაადგილების პრობლემას;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის პროცესის შესახებ;

გამოხატავს უკმაყოფილებას საგანმანათლებლო პროექტების ნაკლებობის გამო;

გამოხატავს წუხილს არაკეთილმოწყობილი სკოლების შესახებ;

შეშფოთებულია პედაგოგთა კადრების შემცირებით;

ხაზს უსვამს სასკოლო ინვენტარის ნაკლებობას;

           

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. აღნიშნავს, რომ აუცილებელია სკოლებისთვის დაფინანსების გაზრდა, რათა აღმოიფხვრას შემდეგი პრობლემები:
  • ტრანსპორტის შეკეთება და მისი უზრუნველყოფა საწვავით;
  • სკოლების სასკოლო ინვენტარით აღჭურვა;
  1. მოუწოდებს მთავრობას, მოახდინოს სკოლების უზრუნველყოფა შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურებით;
  2. იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება გზების რეაბილიტაცია პერიფერიულ რაიონებში;
  3. მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინვესტორების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა რეგიონებში;
  4. საჭიროდ მიაჩნია, რომ მოსწავლეებისთვის მაღალმთიან რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ მოხდეს გრანტის გაცემა  წახალისების მიზნით;
  5. მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს მაღალმთიან რეგიონებში  გააქტიურებისაკენ;
  6. იმედოვნებს, რომ მოხდება სკოლების რეაბილიტაცია უშუალოდ მთავრობის მიერ;
  7. მხარს უჭერს გათავისუფლებული მასწავლებლების დასაქმებას, თუნდაც მცირე განაკვეთით;

5. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

ტურიზმი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია, სტატისტიკის მიხედვით ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანა ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის სრულად გამოყენებას ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობისა და სერვისის დაბალი დონის გამო.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გორში

კომიტეტის წევრები: მაჭარაშვილი გულიკო, შოვნაძე გულიკო, მაისურაძე ნინო, გოხელაშვილი მარიამი, თამუნა გოგაძე, თამარ ყაჩლაური, ნინო ქერდიყოშვილი, თამუნა კაკაშვილი, ნინო ბოჭორიშვილი, პაატა ფირცხელავა, თათია თაყაძე, ჩიტალაძე ლიზა, კაპანაძე თეონა, ლაზარაშვილი გიორგი, ლაზარაშვილი რუსუდანი, მარიამ ყამბარაშვილი, ქეთი კურმაშვილი, გულად გიგუაშვილი, ხოდელი ანა.

კომიტეტის ხელმძღვანელი: თორნიკე მდივნიშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სერვისის დაბალი დონის გამო;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით;

აპროტესტებს, ერთიანი ტურისტული საინფორმაციო ბაზის არარსებობას;

გამოთქვამს უკმაყოფილებას, ქვეყანაში კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობის გამო;

ხაზს უსვამს, ტურისტულ ზონებში ჯანდაცვის ობიექტების ნაკლებობასა და მათი დაბალი მომსახურების დონეს;

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს ხელისუფლებას, მაღალმთიან ტურისტულ რეგიონებში გზების რეაბილიტაციისკენ, მაგისტრალებისა და ქალაქებში კეთილმოწყობილი საპირფარეშოების არსებობისაკენ.
  2. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას ქალაქის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი მიებაროს საქალაქო საპატრულო სამსახურებს, ხოლო ტყე-პარკების და დაცული ტერიტორიებისა კი, გარემოს დაცვის ინსპექციას, ამასთანავე გაორმაგდეს საჯარიმო სანქციები;
  3. ამტკიცებს, რომ ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობა აუცილებელია.ეს ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას, რაც ხარისხის ამაღლების წინა პირობაა;
  4. მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოხდეს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
  5. მხარს უჭერს, ჯანდაცვის სფეროში მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ ტურისტულ ზონებში გადანაწილებას;
  6. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაზარდოს სამაშველო სამსახურების რაოდენობა;
  7. რეკომენდაციას უწევს მთავრობას უზრუნველყოს ტურისტისათვის მისაღები, სადაზღვევო პაკეტების არსებობა;

6. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

საქართველო კულტურული მემკვიდრეობით განსაკუთრებით მდიდარი ქვეყანაა, შესაბამისად მისი დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, უკანასკნელი ათწლეულების  პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის როგორც  დაცვის, ისე შენარჩუნების საქმეში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, რომელთა კომპლექსური გადაწყვეტაც დროის მცირე მონაკვეთში გახდა აუცილებელი.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ქალაქ გორში

კომიტეტის წევრები: ქეთევან თინიკაშვილი, ნინო შუბიძე, გვანცა მოდებაძე,  სოფო რაზმაძე, თამარ უმეკაშვილი, მარიამ გიგოლაშვილი, ნატო ხიდაშელი, ემა ბიძინაშვილი, გიორგი ტალახაძე, ნათია კოდოშვილი, ალექსანდრე ცოტნიაშვილი, მზია დიაკვნიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, სოფიო ლომსაძე, ნიკა ვანიშვილი, მამუკა სურამელი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ნათია ჭანკვეტაძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების სფეროში  გამოყოფილი არასაკმარისი ფინანსებისა და მათი არასწორად გადანაწილების გამო;

გმობს საზოგადოების მხრიდან ისტორიულ-კულტურული ძეგლებისადმი არასათანადო დამოკიდებულებასა და  უპატივცემულობას;

ხაზს უსვამს აღნიშნულ სფეროში მუდმივი სამონიტორინგო ორგანოს არარსებობას;

გამოთქვამს უკმაყოფილებას ძეგლთა რესტავრაციის სფეროში სათანადო  მოსამზადებელი ინსტიტუტების არარსებობის გამო;

ითვალისწინებს აღნიშნულ სფეროში კვალიფიციური რესტავრატორების დეფიციტს, რაც იწვევს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას და მათი ავთენტურობის დარღვევას;

აღნიშნავს მასმედიის პასიურობას, რაც გამოიხატება საზოგადოებისთვის მცირე ინფორმაციის მიწოდებაში,  კულტურული ძეგლების არსებობის, მნიშვნელობისა და პრობლემების შესახებ;

გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების რთული მდგომარეობის გამო;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს ხელისუფლებას, გაზარდოს აღნიშნული სფეროსთვის გამოყოფილი თანხები და აწარმოოს აქტიური პიარ-კამპანია ინვესტორების მოსაზიდად;
  2. მხარს უჭერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გაამკაცროს კონტროლი ძეგლთა დაცვის სფეროში გამოყოფილი თანხის რაციონალურად გადანაწილებაზე;
  3. რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, განავითაროს მოხალისეთა ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებას ინფორმაციით კულტურული ძეგლების მნიშვნელობაზე;
  4. რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, გაამკაცროს სანქციები და აწარმოოს მუდმივი კონტროლი მათ აღსრულებაზე;
  5. ურჩევს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლებზე;
  6. მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განავითაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს კვალიფიციური რესტავრატორების მოსამზადებელ ინსტიტუტს, წაახალისოს ისინი სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით;
  7. მოუწოდებს მასმედიას გააქტიურებისაკენ, რათა მოხდეს საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება კულტურული და ისტორიული ძეგლების მნიშვნელობისა და პრობლემების შესახებ;
  8. სთხოვს ხელისუფლებას,  სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, მათი მდგომარეობის შეფასებისა და დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით;

7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა თითქმის ძირეულად აღმოფხვრა ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია, რის შედეგადაც შავ ბაზარზე ნარკოტიკის რაოდენობა შემცირდა და ფასიც გაიზარდა. ამან ხელი შეუწყო ისეთი ფსიქოაქტიური პრეპარატების უკანონო მოხმარებას, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში აფთიაქებშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლები ხშირ შემთხევაში ვერ აცნობიერებენ, რომ კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების მოხმარება, ფატალურ შედეგებსაც იწვევს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გორში

კომიტეტის წევრები: ოთარ დავითაშვილი, ხატია მეცხვარიშვილი, გიორგი ენუქიძე, დიანა მინდიაშვილი, მარიამ ნასყიდაშვილი, თათია რთევლაძე, დალი ბერიძე, მარიამ ცაბაძე, დავით გოლოშვილი, თამარ მაისურაძე, ამირან მესარკიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გეგა როსტომაშვილი, მარიამ პაპელიშვილი, ანა პაპუაშვილი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: მარიამ მეტრეველი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს უკმაყოფილებას საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობის შესახებ. კერძოდ: ნარკომანიაზე და მის კონკრეტულ სავალალო შედეგებზე, როგორიცაა: განგრენა, დისტროფია, ალცჰეიმერი და ა.შ.;

ხაზს უსვამს, რომ ნარკომანია ზრდის აივ ინფექციის გავრცელების რისკს. სტატისტიკური მონაცემებით შიდსით დაინფიცირებულთა 55.6% ინტრავენული ნარკომანიის გზით დაავადდა;

ხაზს უსვამს  ფსიქოტროპული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას და გმობს იმ ფაქტს, რომ მისი გაცემა ხშირად ხდება ურეცეპტოდ ან რეცეპტის გაყალბებით;

აპროტესტებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, რომელიც გულისხმობს რომ ნარკომანია განუკურნებელი სენია;

გამოხატავს უკმაყოფილებას საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე ნარკომანებისა და უკვე რეაბილიტირებული პირების მიმართ;

აღნიშნავს, რომ გარემო პირობები ნარკომანიის ერთ-ერთი ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს;

გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, რომ კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკი ახლაგაზრდებში გართობის ერთ-ერთ საშუალებადაა მიჩნეული;

ხაზს უსვამს რეგიონებში ნარკომანების სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულებების დეფიციტს;

ადასტურებს, რომ მოზარდებში პიროვნული უნარ-ჩვევების განუვითარებლობა, დაბალი თვითშეფასება ხელს უწყობს ხელოვნური ნარკოტიკების მოხმარებისადმი სწრაფვას;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1. მოუწოდებს მასმედიას, მთავრობას, არასამთავრობო და სასწავლო დაწესებულებებს გაავრცელონ ინფორმაცია კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ. მხარს უჭერს ამ თემასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარებასა და ანტინარკოტიკული პროპაგანდის განხორციელებას;

2.  მხარს უჭერს ფსიქოლოგის ინსტიტუტის განახლებას სასწავლო დაწესებულებებში;

3. მოუწოდებს მთავრობას გაამკაცროს კონტროლი, რეცეპტების გაცემასთან დაკავშირებით.

4. ეწინააღმდეგება რეაბილიტირებული ნარკომანების საზოგადოებიდან გარიყვას. მხარს უჭერს მათ პროფესიულ სასწავლებლებში გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.

5. რეკომენდაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სხვადასხვა სახის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გასართობი საშუალებების პროპაგანდას.

6. მოუწოდებს რეგიონებში სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული პაციენტების ანონიმურობა.

7. მხარს უჭერს ექიმის მიერ ელექტრონული გზით რეცეპტის ფსიქოტროპულ აფთიაქში გადაგზავნას. ხოლო მედიკამენტის გამოტანა მოხდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.


About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s