ქუთაისის რეზოლუციები

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

დადგენილება №8

ქალაქი ქუთაისი

1.            დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლტიკის კომიტეტი

საქართველოში არსებობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები, მაგრამ მაინც ძალიან ხშირია საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევები, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე. განსაკუთრებით ხშირია ამ ტიპის კანონდარღვევები ინტერნეტ სივრცეში შოუბიზნესთან მიმართებაში. ეს ყოველივე მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს ეკონომიკას.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ქუთაისში:

კომიტეტის წევრები: დავით ხურციძე, მარიამ არაბიძე, ხატია ხორგუაშვილი, ნინო ზაქარაშვილი, კონსტანტინე აგიაშვილი, ზურა კიკვაძე, ცოტნე ჭანტურიძე, გიორგი ხუბუკელაშვილი, ვალერი ფორჩხიძე, ნინო სვანაძე, ნარი ტყეშელაშვილი, მარიამ ლეჟავა, გიორგი ჭელიძე, მურთაზ ფურცხვანიძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: შალვა საბაური

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საავტორო უფლებების არასათანადოდ დაცვის გამო;

ითვალისწინებს, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა მოცემულ თემატიკაზე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს;

მხედველობაში იღებს, რომ ინტერნეტ სივრცეში არსებული კანონდარღვევები განიცდის სასჯელაღსრულების მწვავე დეფიციტს;

ღრმად სწამს, რომ მოცემული სახით საავტორო უფლებების დარღვევები იწვევს შოუბიზნესის განუვითარებლობას, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე;

აანალიზებს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ერთ-ერთი მიზეზს წარმოადგენს მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობა აღნიშნულ თემატიკაზე;

მხედველობაში იღებს, რომ შოუ ბიზნესის განუვითარებლობა განაპირობებს მატერიალური ინტერესის ნაკლებობასა და შესაბამისად თავისუფალი კონკურენციის დეფიციტს მოცემულ სფეროში;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. ამტკიცებს, რომ გადაიხედოს საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულ თემატიკაზე და მოხდეს მისი ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტებთან;
  2. ადგენს, რომ გამკაცრდეს სანქციები საავტორო უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში;
  3. მოითხოვს, რომ შემოღებულ იქნას ინტერნეტ სამართლის ცნება და დაიწყოს მის საკანონმდებლო ფუნდამენტზე მუშაობა;
  4. ავალდებულებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ინტერნეტში საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებს;
  5. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, რათა მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით;
  6. აღნიშნული დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

1.            განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების სამინისტრო არაერთ რეფორმას ატარებს ქვეყნის განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით,  თუმცა  ქართულ სკოლებში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ და ეფექტურ რეფორმად ითვლება საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღება. რეფორმას მოჰყვა დადებითი და უარყოფითი გამოხმაურებები, რომელიც ძირითადად მოსწავლეთა მზაობას და სკოლებში განათლების დონეს ეხება.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ქუთაისში:

კომიტეტის წევრები: სალომე გოგიაშვილი, სალომე გრძელიძე, მარიამ ბურჯანაძე, ადა სამყურაშვილი, მედეა ლეჟავა, ლელა ნიშნიანიძე, ბელა ნიშნიანიძე, ქეთევან ჯალამბერიძე, მედეა ჩოგოვაძე, ნინი მარგალიტაძე, ნანო ლომინაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, მარიამ გუბელაძე, სანდრო ძოძუაშვილი, მარგალიტა მიქაუტაძე, ნიკოლოზ კუბლაშვილი, თამთა სვინტრაძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: ქეთევან ჩიტაშვილი; კომიტეტის თანა-თავმჯდომარე: მონიკა მარღანია.

 

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აანალიზებს, რომ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა, ცოდნის დონე და სწავლის ხარისხზე კონტროლი არის დაბალი;

ხაზს უსვამს, რომ სკოლებში არ არის სწავლების მოქნილი და საინტერესო სისტემა, რაც გამოწვეულია საჭირო რესურსების არქონით ;

გამოხატავს წუხილს, რომ  დამამთავრებელი კლასების ქართველ მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება ძირითად საგნებთან ერთად აირჩიონ მათი მომავალი პროფესიის შესაბამისი საგნები;

გამოხატავს უკმაყოფილებას, საატესტატო და ეროვნული გამოცდების მეტისმეტად რთული სისტემის არსებობის გამო;

განიხილავს, რომ განათლების გეგმის ხშირი ცვლილება იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობასა და ხალხში ერთგვარი მოუმზადებლობის გრძნობას;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. რეკომენდაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემუშავდეს სპეციალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა ცოდნის დონეს და რაც თავის მხრივ კლასებში მოსწავლეების რიცხობრივი რაოდენობის პრობლემასაც მოაგვარებს;

შენიშვნა: სწავლის ხარისხის შესამოწმებელი ტესტირება ჩატარდება მე–5 კლასში რის შედეგადაც მოსწავლეები გადანაწილდებიან  მათი დონის შესაბამის კლასებში

  1. მიესალმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისნისტროს მიერ შემუშავებულ რეფორმას სკოლების შესაბამისი ინვენტარით მომარაგების შესახებ. თვლის რომ მოსწავლეებისათვის უფრო საინტერესო იქნება საგაკვეთილო პროგრამა თუ კი იგი თეორიულ მასალასთან ერთად დატვირთული იქნება პრაქტიკული ნაწილითაც;
  2. დასაშვებად მიიჩნევს მე–9 კლასის, ანუ ზოგადი განათლების ბაზის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ აირჩიონ სწორედ ის საგნები, რომელიც მათთვის საინტერესოა და მათი მომავალი პროფესიისთვის საჭიროა. აღნიშნული ინიციატივის მიღების შემთხვევაში მოსწავლეებს აღარ მოუწევთ კერძო რეპეტიტორებთან გადამზადების კურსის გავლა;
  3. მიიჩნევს, რომ არსებული სისტემის დახვეწის და მოსწავლეებისათვის უფრო იოლი ფორმით მიწოდების მიზნით კარგი იქნება თუ ზოგადი განათლების კურსის (მე–9 კლასის)  დასრულების შემდეგ მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდებს ყველა საგანში, რის შედეგადაც მიიღებენ საშუალო კურსის დამასრულებელ დოკუმენტს, რაც საკმარისი იქნება პროფესიულ სასწავლებელში ჩასაბარებლად, ხოლო ის მოსწავლეები, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში მე–10 კლასიდან მე–12 კლასის ჩათვლით სავალდებულო საგნებთან ერთად ისწავლიან იმ საგნებს, რომელიც მათი მომავალი პროფესიისთვის იქნება საჭირო. მე–12 კლასის დასრულების შემდეგ ისინი ჩააბარებნ 3 სავალდებულო და მაპროფილებელ საგნებს და დამატებით ზოგადი უნარების გამოცდას რაც განსაზღვრავს დაფინანსებას;
  4. აღნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეფექტურ მუშაობას და ამ სისტემის მკვეთრად გაუმჯობესებას თუმცა თვლის, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი საზოგადოებას მიეწოდებოდა ერთი კონკრეტული გაწერილი გეგმა რომელიც ყოველწლიურად არ შეიცვლება, რაც ხალხში დაბნეულობისა და მოუმზადებლობის გრძნობას შეამცირებს;
  5. აღნიშნული დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;


2.            ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა სოცილაურად დაუცველია, ამიტომ  დიდია სოციალურად დაუცველ სტუდენთა რაოდენობა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მაქსიმალური საფასური  2250 ლარს შეადგენს, რომელიც კოლოსალურ თანხას  წარმოადგენს ზემოთ აღნიშნულთათვის; სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში  მათ არ შეუძლიათ სასწავლო პროცესში ჩაბმა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ქუთაისში:

კომიტეტის  წევრები: ეკა ჯაოშვილი,მარიკა დეისაძე,მაკა ფურცხვანიძე,ნინო ღურჯია,თათია თოთაძე,სალომე კორძაძე,ილო მანჯარიძე,დათო საკანდელიძე,თიკო ვეკუა,ნინო გიორგიძე,ანო ბაშელეიშვილი,ლიკა სურგულაძე,ნინო კოხრეიძე,თორნიკე ფხაკაძე,ნანი ხანთაძე,გიორგი ავალიანი.

კომიტეტის თავმჯდომარე: გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:                  

გამოთქვამს წუხილს, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არ არსებობს მოქნილი სისტემა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დაფინანსებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხს;

ადასტურებს სოციალურად დაუცველ სუდენტთათვის უპროცენტო სესხის არარსებობის ფაქტს;

გამოთქვამს უკმაოფილებას, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებში;ს

ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველ სტუდენტთათვის არ არსებობს ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოები;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს ჯამრთელობის დაცვისა და  სოციალური უზრუნველყოფის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შეიქმნას ფონდი, რომელიც სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მისცემს უპროცენტო სესხს, ხოლო მის გაცემას ზედამხედველობას გაუწევს სპეციალურად შექმნილი კომისია;
  2.  რეკომენდაციას უწევს მთავრობასა და ადგილობრივ თვითართველობებს შეიქმნას ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოები, რომელშიც პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს;
  3.  დასაშვებად მიიჩნევს სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლებლებში 50% –იან დაფინანსებას.
  4.  ურჩევს მთავრობას გაატაროს გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები კერძო სექტორის იმ ნაწილისათვის, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დასაქმებას;
  5. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი იმედს გამოთქვამს,რომ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლებას და სოციალურად დაუცველ სტუდენტებისათვის ჯანსაღი გარემო – პირობების შექმნას;
  6. აღნიშნული დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

3.            საგარეო საქმეთა კომიტეტი

2012 წლის 21-22 მაისს ჩატარებულ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა და მას ნატოს წევრები განიხილავენ უკვე არა უკრაინასთან, არამედ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო). მნიშვნელოვნია, მოხდეს ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების დაახლოება, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, პრაქტიკული თანამშრომლობა, თავსებადობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება, რათა ერთობლივი მიზანი უახლოეს მომავალში განხორციელდეს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ქუთაისში:

კომიტეტის წევრები: მარიამ მამრიკიშვილი, გიორგი ღულაძე, გიორგი აფაქიძე, გიორგი ცხაკაია, თეკლე ბაბუნაშვილი, თამარ ობოლაძე, ანი ტურაბელიძე, ნინო მერკვილაძე, ქირისტინე ჩიხლაძე, თორნიკე აფრიდონიძე, გრიგოლ კაპანაძე, გიორგი ბურჯალიანი, გიორგი შავრეშიანი, თედო დვალიშვილი, მერი ღამბაშიძე, აკაკი ბრეგვაძე, თამარ დოღონაძე,

კომიტეტის თავმჯდომარე:   ეთერ  ფრუიძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს წუხილს საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დეფიციტის  გამო, (განსაკუთრებით მაკედონიასთან), რაც გამოწვეულია ერთმანეთის ტერიტორიებზე წარმომადგენლობითი ორგანოების არქონით.

გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის სუსტი ეკონომიკური კავშირების  არსებობის გამო, რის გამომომწვევ მიზეზად სავაჭრო ურთიერთობებსა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სიმცირე სახელდება.

ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის არ ხდება მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება სამართლებრივ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის საკითხებში.

სინანულს გამოხატავს ქვეყნებს შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების სიმცირის გამო. არ ხდება ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, შესაბამისად მოსახლეობა ვერ ეცნობა პარტნიორ ქვეყნებს.  მცირეა საგანმანათლებლო პროგრამების რიცხვი, რაც თავის მხრივ, აფერხებს ახალგაზრდების ჩართულობას ინტეგრაციის პროცესში.

წუხილს გამოთქვამს საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის არსებული ინფორმაციული დეფიციტის გამო, რაც გამოწვეულია საერთო ისტორიული წარსულის არარსებობით.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1. მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს დიპლომატიური კავშირი აქვს დამყარებული მონტენეგროსა და ბოსნია – ჰერცოგოვინასთან, თუმცა არ არსებობს დიპლომატიური წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიებზე, შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გახსნას საელჩოები ამ ქვეყნების ტერიტორიებზე;

2. ურჩევს საქართველოს მთავრობას ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებთან აწარმოოს თავისუფალი ვაჭრობა, რისთვისაც, სასურველია არსებობდეს უვიზო რეჟიმი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას და ტურიზმის განვითარებას;

3. რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას უშიშროების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთობების ხელშეწყობასა და გაღრმავებაზე, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება;

  1. მიიჩნევს რომ, ახალგაზრდები და მათი ურთიერთდამოკიდებულება დიდწილად განსაზღვრავს პარტნიორი ქვეყნების მომავალ ურთიერთობებს, შესაბამისად ახალგაზრდული პარლამენტი მოუწოდებს საერთო საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისაკენ, კერძოდ: საუნივერსიტეტო თანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამების, ახალგაზრდული ბანაკებისა და საზაფხულო სკოლების სახით;
  2. ხაზს უსვამს კულტურული ურთიერთობების აუცილებლობას პარტნიორი ერების დაახლოების მიზნით, შესაბამისად, გამოთქვამს სურვილს, რომ ჩატარდეს სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, მოეწყოს საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნების დღეები აღნიშნულ სახელმწიფოებში. მოხდეს ეროვნული ღირებულებების წარმოჩენა და პოპულარიზაცია;
  3. ვარაუდობს, რომ ზემოთჩამოთვლილი მრავამხრივი ურთიერთობების განხორციელების შედეგად ინფორმაციული ვაკუუმი შეივსება, მაგრამ, აქვე გამოხატავს ინიციატივას, რომ ბალკანეთის პარტნიორი ქვეყნების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას უკრაინასთან არსებული გამოცდილება, რაც გულისხმობს ტელე-სიუჟეტებით, მოკლემეტრაჟიანი ვიდეოკოლაჟებით, სტატია პუბლიკაციებითა და ინტერნეტ-რესურსებით საქართველოს პოპულარიზაციას;
  4. აღნიშნული დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;
  1. 4.            რეგიონალური განვითარების კომიტეტი

იმისათვის, რომ დეპუტატმა  მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილების მიღების პროცედურაში აუცილებელია მისი სხდომაზე დასწრება. ამგვარი ვითარება პრობლემებს ქმნის, მაშინ როდესაც დეპუტატი საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას, რის შედეგადაც კარგავს შესაძლებლობას დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ქუთაისში:

კომიტეტის წევრები: სალომე კაპანაძე, გვანცა ჭოლაძე, ლეილა ყუბანეიშვილი, მარიამ ხვადაგიანი, ქეთი რობაქიძე, მარიამ ჯინჯიხაძე,ზურა ჯაფარიძე, ნათია ბრეგვაძე, ნიკო ჭანტურია, მარიამ აბაშიშვილი, ლაშა მიქაძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: ანა გორდეზიანი

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აანალიზებს, რომ დეპუტატს საპატიო მიზეზის გამო საპარლამენტო სხდომაზე დაუსწრებლად არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, რის გამოც ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას;

ხაზს უსვამს, რომ ყოველი დეპუტატის უკან დგას ამომრჩეველი. ხალხის მიერ მანდატით აღჭურვილი პირის საპარლამენტო სხდომაზე დაუსწრებლობით არ ფიქსირდება ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც იზღუდება მათი უფლება და ინტერესი;

აცხადებს, რომ დეპუტატები, რომელთაც  ამომრჩეველთან შესახვედრად ხშირად უწევთ რეგიონებში გასვლა, სტიქიური მოვლენების გამო შესაძლოა ვერ დაესწრონ პარლამენტის სხდომას, რის შედეგადაც მათ ერთმევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო სხდომაში;

გამოთქვამს წუხილს, რომ საპარლამენტო სხდომაზე ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების ან ქალი დეპუტატის შემთხვევაში ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ ხდება მათი ჩართვა სხდომის მიმდინარეობასა და გადაწყვეტილების მიღებაში;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

 

  1. მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ონლაინ რეჯიმის უზრუნველყოფა, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი აზრი დაუსწრებლად დააფიქსიროს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
  2. დასაშვებად მიიჩნევს, რომ დეპუტატს მიენიჭოს უფლებამოსილება, განსაზღვრულ შემთხვევებში მოახდინოს ხმის მიცემის უფლების დელეგირება მისთვის მისაღებ დეპუტატზე;
  3. მოითხოვს, რომ მკაცრად გაკონტროლდეს დეპუტატთა სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზ-გარემოებები და შემუშავდეს მარეგულირებელი წესები, რომლის თანახმადაც დეპუტატს მიეცემა უფლება დისტანციურად ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში;
  4. საჭიროდ მიიჩნევს, უზრუნველყოფილ იქნას ონლაინ რეჟიმის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების თანმიმდევრობა, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტის ეფექტურ მუშაობას;
  5. აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ონლაინ ჩართვების უზრუნველსაყოფად;

6.            ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

საქართველოს შრომის კოდექსში ბოლოდროინდელი ცვლილებები ნაკარნახევი იყო საერთაშორისო სავაჭრო კავშირის (INTERNATIONAL TRADE UNION CONFEDERATION) მიერ, რომელიც გმობდა 2006 წელს საქართველოში მიღებულ კოდექსს, იმაზე მითითებით,რომ მასობრივად ირღვევა დასაქმებულის უფლებები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა ახალ შრომის კოდექსში, კვლავ რჩება დისკრიმინაციული საფუძვლის მატარებელი მუხლები.  მათ შორის მნიშვნელოვნად პრობლემურია მე–2 მუხლის მე–3 ნაწილი, რომელიც შეეხება საკითხებს მხოლოდ  შრომითი ურთიერთობის დროს და არა მის დაწყებამდე.

 

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ქუთაისში:

 

კომიტეტის წევრები: საბა ფერაძე,ჯუბა მეტონიძე,ლაშა ლანჩავა,ომარი თევდორაძე,ნოდარ მელაძე, დუდანა აბაზაძე,ელგა ნუცუბიძე,თამუნა ხურციკიძე,მარიამ ჯანელიძე,ნინო ლანჩავა,ნინი კეპულაძე,ნიტა ხაჩიძე,ანი სალდაძე,გვანცა ონიანი,მაგდა გაბრიაძე,ლეჟავა მარიამი,მონიკა ტურაბელიძე,ანა ჯიბლაძე,ნინო ძიძიგური,ქრისტინა დვალიშვილი.

კომიტეტის თავჯდომარე: ანი ლორთქიფანიძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ქვეყანაში მოქმედ შრომის კოდექსში არ არსებობს მარეგულირებელი ნორმა, რომელიც აკრძალავს ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას წინასახელშეკრულებლო ეტაპზე;

გამოხატავს სინანულს ისეთი ორგანოს არ არსებობის გამო,რომელიც უზრუნველყოფს მტკიცებულებების მოპოვების პრობლემის აღმოფხვრას და  სუსტი მხარის დაცულობას;

ადასტურებს ფაქტს, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული დასაქმებულის უფლებების შესახებ;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს ხელისუფლებას ცვლილებები შევიდეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსის მე–2 მუხლის მე–3 პუნკტში და მასში ასახული საკითხები შეეხოს როგორც შრომით  ურთიერთობებ, აგრეთვე წინასახელშეკრულებლო ეტაპზე მიმდინარე ურთიერთობებსა და დისკრიმინაციას.
  2. ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას ჩამოაყალიბოს ორგანო, რომელიც უზრუნველზოფს დისკრიმინაციულ ფაქტებზე კონტროლს, მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარებას და სუსტი მხარის დაცულობას.

 

შენიშვნა: აღნიშნული ორგანოს დაკომპლექტდება მოხალისე იურისტებით (პროირიტეტი მიენიჭება სტუდენტებს) რომლებიც დისკრიმინაციული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. (მაგ. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება).

  1. მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება ყოველგვარი ინფორმაციის გამავრცელებელი საშუალებით, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მათი უფლებები და ინტერესები.

7. გარემოს დაცვის კომიტეტი

საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ხდება ხე-ტყის არასწორი პრივატიზაცია. უმეტეს შემთხვევაში ხდება ხე-ტყის გაჩეხვა,რასაც მოსდევს სტიქიური და ეკოლოგიური პრობლემები.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ქუთაისში:

კომიტეტის თავმჯდომარე: სალომე სოფრომაძე,ეკა დვალიშვილი,ნინო ორბელაძე,რუსუდან ქიმერიძე,ანანო ნიქაბაძე,ნათია ლორია,გიორგი ბოჭორიშვილი,ელენე არეშილდი,ნუკა მაღლაკელიძე, მედეა სულაძე, ნანი სირაძე, ნინო ოქროპილაშვილი, ნინო დავითულიანი, მარიამ მოდუაძე, ანანო ფოცხვერია,სალომე ხელაძე,ინა ჩხეტია.

კომიტეტის თავმჯდომარე:  ბესარიონ გორჯოლაძე

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

შეშფოთებას გამოხატავს, იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ,ხე-ტყის არასწორი პრივატიზაციის შედეგად წარმოიქმნება მეწყერ და ზვავ საშიში ზონები;

გამოხატავს წუხილს რომ, ხე-ტყის გაჩეხვის შედეგად ხდება ეროზია;

გამოთქვამს სინანულს რომ,ზიანდება ფაუნა და ფლორა, ხშირ შემთხვევაში ნადგურდება ბევრი ენდემური სახის მცენარე და ცხოველი;

გამოხატავს უკმაყოფილებას ჟანგბადის შემცირების გამო;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

 

  1. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რომ,მეწყერ და ზვავ საშიშ რაიონებში არ მოხდეს ხე-ტყის პრივატიზაცია;
  2. დასაშვებად მიიჩნევს რომ, მთავრობამ მიიღოს შეზღუდვები: ყოველ შვიდ წელიწადში უნდა გაიჩეხოს არა უმეტეს 1/3(ერთი მესამედი) ტყის ნაწილისა;
  3. მოუწოდებს  ტყის მასივების საკუთრების მქონე პირებს რომ, მოხდეს იმდენივე ახალი იმავე ჯიშის ხის დარგვა, რამდენიც გაიჩეხა;
  4. მხარს უჭერს რომ, ყოველ 10კმ კვადრატზე უნდა გაიჩეხოს არა უმეტეს 5კმ კვადრატისა;
  5. მოითხოვს რომ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მესაკუთრემ აწარმოოს ფლორისა და ფაუნის აღწერა და ანგარიშ ვალდებული იყოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან.

8. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი

თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გატარების პრობლემა, მწვავედ დგას ქართულ რეალობაში. თავისუფალი დროის ორგანიზება ითვალისწინებს თამაშების, სპორტული, კულტურული ღონისძიებების, გართობის სწორად დაგეგმვასა და მუშაობას გარკვეულ წრეებში. თავისუფალი დროის პროგრამების არ არსებობა, ხელს უშლის მოზარდებს თავისუფალი დროის  ნაყოფიერად გატარებაში.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ქალაქ ქუთაისსში:

კომიტეტის წევრები: მარიამ ბენიდზე, დავით გრძელიშვილი, ეკატერინე იობიდძე, ბექა ცხვედიანი, გიორგი მშვილდაძე, ნანო სულაკაძე, ანი ღვინიანიძე, ქრისტინე ლომიძე, თორნიკე ჩაკვეტაძე, ლევან ყიფშიძე,  გოგა გოგელაშვილი, ნათია დემეტრაძე, ლაშა ბაბუხადია, ანა ქარსელაძე, სოფიო ჯოხაძე, ანანო კელენჯერიძე, მარიამ ჭელიშვილი, გვანცა უგლავა, ნინო ჯინჯიხაძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: თემურ შენგელაია.

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა აღშფოთებას გამოთქვამს, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში მაღალი ფასების გამო;

უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ  სპორტული და კულტურული აქტივობები არის ნაკლებად პოპულარული ახალგაზრდებში და ამასთანავე არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან პროპაგანდის გაწევა;

ხაზს უსვამს თავისუფალი დროის გატარების ალტერნატიული საშუალებების სიმცირეს;

შეშფოთებულია ახალგაზრდობის თავისუფალი დროის არამიზნობრივად გამოყენების გამო;

დამატებით აღნიშნავს ზოგიერთი სპორტული და კულტურული ღონისძიებების არაპერმანენტულ ხასიათს;

წუხილს გამოხატავს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის არქონის ან არსებულის დაბალი ხარისხიანობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

 

  1. მოუწოდებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მოზარდთათვის გათვალისწინებულ იქნეს შეღავათიანი ფასები სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და ურჩევს კერძო სექტორს დააწესოს გარკვეული ფასდაკლებები ახალგაზრდობისათვის.
  2. მოუწოდებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მოხდეს მოზარდთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით მასმედიისა და სხვა საშუალებების მეშვეობით სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა პოპულარიზაცია;
  3. ურჩევს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მაქსიმალურად მოხდეს სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული სახეობების განვითარება, რითაც მოზარდებს ექნებათ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება თავისუფალი დროის გატარებისათვის;
  4. ადგილობრივ თვითმართველობას რჩევას აძლევს გამართოს სხვადასხვა ღონისძიება მოზარდთა თავშეყრის ადგილებში, რათა მოხდეს ახალგაზრდების დაინტერესება, რაც გამოიწვევს დროის მიზნობრივ გადანაწილებას, რითაც თავიდან არიდებულ იქნება მოზარდთა უსაქმურობა თავისუფალი დროის პერიოდში;
  5. რეკომენდაციას უწევს ადგილობრივ თვითმართველობებს ზოგიერთ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მიეცეს პერმანენტული ხასიათი;
  6. მიმართავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რათა თითოეულ რაიონში შეიქმნას მოზარდის თავისუფალი დროის გატარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებულ იქნას არსებული ინფრასტრუქტურის დაბალი ხარისხიანობა.


About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment