ახალციხის რეზოლუციები

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

დადგენილება №7

18 -19-20  მაისი, ქალაქი ახალციხე

 

 1. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისა და მისი სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ცალკეული რეგიონების რეაბილიტაციას, რეგიონული პროგრამების დამუშავებასა და მის რეალიზაციას, რომლის ხელშეწყობა სახელმწიფოს ძირითადი მიზანი უნდა გახდეს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ახალციხეში:   

კომიტეტის წევრები: შოთა თელიაშვილი, მარი მიქელაძე, მარი შეშაბერიძე, შორენა ასპანიძე, ლევან აფციაური, ნიკოლოზ ტატალაშვილი, ანტონ მამულაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, თორნიკე თათოშვილი, ალექსანდრე მელიქიძე, ზაალ ქაფიანიძე, ლაშა ზაზაძე, ვიტალი მინასიანი, თაკო მაჭარაშვილი, სალომე აბულაძე, ლაშა-გიორგი ვარდიძე, თამაზ ბერძენიძე.

 კომიტეტის თავმჯდომარე: გიორგი თელიაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:
მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეგიონებს შორის არსებობს დისპროპორცია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რასაც განაპირობებს:

ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე:

ცალკეულ რეგიონებში უმუშევრობის შედარებით მაღალი დონე, რომელიც ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი შემაფერხებელი ფაქტორია;

რეგიონებში სამუშაო ძალის უმეტესი ნაწილი არაკვალიფიციური მუშახელია, რომელზეც სამუშაო ბაზარზე ფაქტობრივად მოთხოვნა არ არსებობს;

გეორგაფიული თუ სხვა მთელი  რიგი ფაქტორების გამო, რეალურად რეგიონებში ბიზნესის განვითარების უკიდურესად დაბალი დონეა;

რეგიონულ დონეზე კრედიტის სიძვირე და ნაკლებად ხელმისაწვდომობა საშუალებას არ აძლევს მცირე(დამწყებ) და საშუალო ბიზნესს საწყის ეტაპზე განავითაროს და წინ წასწიოს ბიზნესი.

რეგიონების  უმეტეს ნაწილში მოძველებული ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც დიდი ხანია აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე დადგენილ სტანდარტებს და მოთხოვნებს;

მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, აღჭურვოს დაწესებულებები თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით, რეგიონებში კვლავ რჩება პრობლემად მათი გამოყენებისათვის საჭირო, სათანადო ცოდნის არარსებობა პერსონალის მხრიდან;

ინვესტიციების მაქსიმალური კონცენტრაცია დიდ ქალაქებზე და მინიმალური ხვედრითი წილი რეგიონებზე;

საგადასახადო პოლიტიკის არაეფექტურობა და მოუქნელობა ნაკლებად განვითარებულ რეგიონებთან მიმართებაში;

რეგიონულ დონეზე არსებული რესურსების(ინფორმაციის) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა;

სოფლის მეურნეობის არასწორი მართვა და ხანგრძლივი სტრატეგიული გეგმის არარსებობა;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება მცირე ბიზნესის დაგეგმვასა და მართვაში;
  2. ურჩევს მთავრობას, რეგიონებში არსებული ეკონომიკური უთანასწორობის შესამცირებლად წაახალისოს ბიზნესი, კერძოდ ეკონომიკურად დაბალ განვითარებულ რეგიონებში მოხდეს გადასახადების გადავადება მცირე და საშუალო(დამწყები) ბიზნესისათვის 3-დან 5 წლამდე და შესაბამისი პროცენტი დაემატოს აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ;
  3. მიიჩნევს, რომ საჭიროა უცხოელი (არამარტო) ინვესტორის მიერ ადგილობრივი მუშახელის დასაქმების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ხარჯების უზრუნველყოფა;
  4. მიზანშეწონილად მიიჩნევს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ მცირე ბიზნესის განვითარებისათვის სესხებზე ბანკების წინაშე თავდებობის წესის განსაზღვრას და მის რეალურ განხორციელებას;
  5. მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას აგრარული პროდუქტების ერთიანი ჩასაბარებელი პუნქტები და მარაგების აღმრიცხველი ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ინტერნეტის საშულებით  ექნება შესაძლებლობა მოიძიოს ინფორმაცია სასურველი აგრარული პროდუქტების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ. შედეგად, გამარტივდება ინფორმაციის  ხელმისაწვდომობა ინვესტორთათვის და არა მარტო მათთვის;
  6. ურჩევს მთავრობას, რეგიონების მიხედვით განსაზღვროს პრიორიტეტული აგრარული პროდუქტები და მიაწოდოს მოსახლეობას შესაბამისი ტექნიკა, ტექნოლოგია და ინფორმაცია;
  7. ურჩევს მთავრობას, რეგიონებში შეიქმნას საგანმანათლებლო ცენტრებთან ერთად მობილური საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი რეგიონის მოსახლეობას  პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და ცვლილებების შესახებ.

2.           საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

2012 წლის 6 მაისიდან გამწვავდა დავა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიული საკუთრების საკითხზე. კერძოდ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღარ უშვებენ ქართველ ტურისტებს კომპლექსის ტერიტორიის ნაწილზე, რომელზეც მათი თქმით, აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ვრცელდება. ორივე მხარე კომპლექსს საკუთარი კულტურისა და ისტორიის ნაწილად მიიჩნევს. ამ მოვლენებს მოჰყვა საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვა ქართულ საზოგადოებაში და ამ პრობლემის მოგვარება ძალიან აქტუალურ საკითხად იქცა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა ახალგაზრდა პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ახალციხეში:

კომიტეტის წევრები: ანა ზუმბაძე, მარიამ ხაზალაშვილი, თამარ გოგოლაური, გიორგი ჯანაშვილი, ნანა ჩიგოგა, სოფო ლომიძე, გიორგი ხმალაძე, სალომე ყურმაშვილი, სოფო ათოშვილი, გვანცა მარტინენკო, ხატია მოდებაძე, ნინო ჯაოშვილი, სალომე ჭანკვეტაძე, მარიამ ნებაძე, მანანა ჭიჭინაძე, მერამ გელაშვილი, თამარ ბერძენიძე, მარიამ ზუბაშვილი, ლეილა მელიქიძე, სოფო კევლიშვილი.

 კომიტეტის ხელმძღვანელი: ალექსი იასაშვილი

 საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, რომ ჯერ კიდევ გადაუჭრელია დავა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, კომპლექსის ტერიტორიულ მიკუთვნებულობასა და კულტურულ წარმომავლობაზე;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ დაუდგენელია ზუსტი სადემარკაციო ხაზი, რაც პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზია;

ითვალისწინებს შექმნილ სიტუაციას და გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას, რომ საზოგადოება იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში, რადგან  არ მიეწოდება ობიექტური ინფორმაცია, რაც იწვევს მის უკმაყოფილებას;

მიიჩნევს, რომ არის აშკარა საფრთხე სიტუაციის შემდგომი გამწვავებისა, რასაც შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებაში ანტაგონისტური დამოკიდებულების გაღვივება;

ითვალისწინებს ფაქტს, რომ დავა დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი რჩება, ასკვნის, რომ პრობლემის მომგვარებელი კომისიები ხისტ და შეუვალ პოზიციებზე დგანან;

გამოთქვამს სურვილს, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. მიიჩნევს, რომ მესამე ობიექტური შემფასებელი მხარის არარსებობა მნიშვნელოვნად აჭიანურებს პროცესს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე უფრო მეტად გააქტიურდება ამ პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით და რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდება სასაზღვრო ზოლის განსაზღვრა;
  2. მოუწოდებს მთავრობას, რომ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე;
  3. დამატებით განაცხადებს იმისათვის, რომ  არ მოხდეს სიტუაციის უფრო გამწვავება და საზოგადოებაში უკმაყოფილების გაღვივება. საჭიროა მთავრობასა და საზოგადოებას შორის უშუალო დიალოგი, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ოფიციალურად სადაო ტერიტორია აზერბაიჯანის ტერიტორიული საკუთრებაა და ქართული მხარის შეუვალი პოზიცია ამ შემთხვევაში გაუმართლებელია;
  4. აქვე ურჩევს მომრიგებელ კომისიებს, რომ წავიდნენ უფრო მეტ დათმობაზე, რათა უფრო გაადვილდეს კომპრომისის მიღწევა;
  5. რეკომენდაციას უწევს მესამე მხარის ჩართვას ამ პროცესში, რომელიც გამოიტანს ობიექტურ და მიუკერძოებელ დასკვნას ამ კომპლექსის ისტორიულ-კულტურულ, თუ ტერიტორიულ მიკუთვნებულობაზე;
  6. და ბოლოს ამტკიცებს, რომ პრობლემის შესაძლო გადაწყვეტის გზად შეიძლება მოვიაზროდ სადაო ტერიტორიისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება, რომლის მიხედვითაც, მხარეები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ სადაო ტერიტორიაზე;

3.           ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მზარდი პრობლემაა არაჯანსაღი საკვები და მისით გამოწვეული უამრავი დაავადება. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ბოლო პერიოდში იმატა და გაახალგაზრდავდა ბევრი მათგანი. ამ ტენდენციამ ჩვენი ქვეყანაც მოიცვა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40 % გულ-

სისხლძარღვთა დაავადების მატარებელია, 8% კუჭ-ნაწლავის, 15% დიაბეტის. დაახლოებით 15%-ს ჭარბი წონა აწუხებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდის კვების რაციონი. რას, რა რაოდენობით, სად და როდის მიირთმევს სკოლის მოსწავლე თუ სტუდენტი. ყოველდღიური ცხოვრების პირობები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოზარდი ჯანსაღად იკვებოს, რაც ,ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების ნაადრევ ასაკში განვითარებას უწყობს ხელს.
აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ახალციხეში:

თინათინ კაპანაძე, თათია ხმალაძე, ეკატერინე იაძე, ბექა მაისურაძე, ხატია აფციაური, თამარ უძილაური, მარიამ ინასარიძე, მარი როხვაძე, ლევან წიქარიშვილი, ვერა ტაბატაძე, შალვა ტაბატაძე, მარინე მოდებაძე, ნათია სამსონიძე, ცირა ზაზაშვილი, რეზო გელაშვილი, ნათია სამსონიძე, ნინო ჩიტაშვილი, თათია აფციაური, ასმათ იველაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ეთერ ფრუიძე . კომიტეტის თანა-თავმჯდომარე: მაია კაჭკაჭაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, ჯანსაღი საკვებისა და მისი ობიექტების სიმცირის გამო სასწავლო დაწესებულებებში. დღევანდელ დღეს მოსწავლეებსა და სტუდენტებს ექმნებათ პრობლემა ჯანსაღი საკვების მიღებაში;

გამოხატავს უკმაყოფილებას ე.წ „junk food“-თან შედარებით, ჯანსაღ საკვებზე უფრო მაღალი ფასების არსებობის გამო. როდესაც რიგითი მომხმარებელი დგება არჩევანის წინაშე, იგი ირჩევს იაფფასიან და არომატიზატორებით გამდიდრებულ , ნოყიერ, არაჯანსაღ საკვებს და არა ძვირადღირებულ, ნატურალურ პროდუქტს;

ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლის სიმცირის გამო საკვებ ობიექტებზე. მართალია, არსებობს ხარისხის მაკონტროლებელი ორგანოები, მაგრამ ისინი არ ახორციელებენ სისტემატიურ მონიტორინგს, განსაკუთრებით რეგიონებში;

ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების ნაკლებ ინფორმირებას ე.წ „junk food“-ის მავნებლობასა და ჯანსაღი საკვების უპირატესობაზე. მასმედიის მხრიდან აქტიურად არ ხდება ჯანსაღი საკვების პოპულარიზაცია. რეკლამები არ არის მიმართული არაჯანსაღი საკვების მავნებლობის დემონსტრირებისაკენ, პირიქით, აგიტაცია ეწევა ე.წ „junk food“-ს. სასწავლო დაწესებულებებში მცირეა ტრეინინგები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. არ არსებობს წამახალისებელი ღონისძიებები;
გამოხატავს სინანულს სასწავლო დაწესებულებებში „ლანჩის“ კულტურის არარსებობის გამო. დასავლური ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში ლექციებსა და გაკვეთილებს შორის არ არის გამოყოფილი ლანჩისთვის განკუთვნილი დრო. ახალგაზრდა იძულებულია, 10 წუთიანი შუალედის დროს, აუდიტორიიდან აუდიტორიაში გადაადგილებისას, მიიღოს ნახევარფაბრიკატი;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1. მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ სასწავლო დაწესებულებებში გახსნას საკვები ობიექტები, რომლებიც მომარაგებული იქნება ჯანსარი პროდუქტით. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭოს ისეთ დაწესებულებებს, სადაც არ არსებობს ე.წ „ბუფეტები“;

2. რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოს გაატაროს წამახალისებელი რეფორმები ჯანსაღი პროდუქტის მწარმოებლებისადმი – კერძოდ, საშემოსავლო გადასახადების შემცირების გზით. ხოლო ქვეყანაში წარმოებულ  და იმპორტირებულ ე.წ „junk food“-ზე დაწესდეს დამატებითი გადასახადები;

3. იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნის უფრო მეტ მაკონტროლებელ ორგანიზაციას, რომელიც სისტემატურად განახორციელებს საკვები ობიექტების მონიტორინგს. ასევე დააწესებს წამახალისებელ პრემიებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უფრო ეფექტურად იმუშავებენ;

4. მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით ახალგაზრდების მეტ ინფორმირებას ე.წ „junk food“-ის მავნებლობასა და ჯანსარი საკვების უპირატესობის შესახებ. მედიის საშუალების განხორციელდეს ჯანსარი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ჩატარდეს ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს ახალგაზრდობა აქტიურად იქნება ჩართული. სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაინერგოს სასწავლო კურსი, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების განათლების დონის ზრდას ამ სფეროში;

5. მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები სწავლის მიმდინარეობის პროცესში და ნაცვლად 10 წუთიანი შესვენებებისა, დანერგოს მინიმუმ 30 წუთიანი „ლანჩ-თაიმი“ , რაც, ხელს შეუწყობს ჯანსაღად კვებას;

4.           ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

ორსული ქალების, მშობიარეების ან ბავშვის მოვლის გამო დეკრეტული შვებულების ვადისა და ანაზღაურების რაოდენობა მცირეა და ამასთანავე არ არსებობს სამსახურის შენარჩუნების გარანტია.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ  ახალციხეში:

 კომიტეტის  წევრები: სალომე გოგოლაძე, თათია ხმალაძე, თინათინ ბერიძე, სალომე ღამბაშიძე, თამარ გელაშვილი, ანა მეტრეველი, თამარ ზაზაძე, მარიამ სანდროშვილი, თემური ჩილინგარაშვილი, მიხეილ თამარაშვილი, ქეთევან გიორგიძე, გვანცა თათოშვილი, თამარ ბაგინაშვილი, ანი ქაფიანიძე, თამარ კელაპტრიშვილი, ნიკა მიქელაძე, ბადრი გრიგალაშვილი.

 კომიტეტის თავჯდომარე: ანა გორდეზიანი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს უკმაყოფილებას, რადგან დასაქმებული არ არის დაცული სამსახურის დაკარგვისაგან დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ;

გამოთქვამს წუხილს, რადგან ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა არის არასაკმარისი, რადგან დასაქმებულს 477 სამუშაო დღიდან უნაზღაურდება მხოლოდ 126 დღე;

გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ანაზღაურებადი შვებულების მაქსიმალური ზღვარი არის 600 ლარი;

აანალიზებს, რომ 2007 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 8 პროცენტით. ამჟამად შეადგენს 20 პროცენტს, რაც უარყოფითად მოქმედებს ორსულის ფინანსურ მდგომარეობაზე

აცნობიერებს, რომ ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება შვილსა და სამსახურს შორის, რაც გარკვეულწილად იწვევს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებას, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ არჩეულ დემოგრაფიული პოლიტიკის კურსს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ცვლილებები შეიტანოს საქართველოს შრომის კოდექსში, რათა დასაქმებულმა 60 კალენდარული დღის მანძილზე მოახდინოს თვითრეალიზაცია. ამ დროის განმავლობაში დასაქმებული შეიძლება განთავისუფლებული იქნეს მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, არგუმენტირებული წერილის საფუძველზე;

  1. რეკომენდაციას უწევს, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა გაიზარდოს  126 დღიდან 140 კალენდარულ დღემდე, ხოლო გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში 140 დღიდან 160 კალენდარულ დღემდე;
  2. დასაშვებად მიაჩნია, შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი 4%-ით, რის შედეგადაც დასაქმებულს ანაზღაურებიდან დაექვითება 16%;
  3. მხარს უჭერს გაუქმდეს ანაზღაურებადი შვებულების მაქსიმალური ზღვარი 600 ლარის ოდენობით, შესაბამისად, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გახდეს ხელფასის პროპორციული;
  4. მიიჩნევს, რომ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია დასაქმებულს გაუხანგრძლივდეს  ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და მიეცეს სამსახურის შენარჩუნების გარანტია;

5.           სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  კომიტეტი

დღესდღეობით საქართველოში მკვეთრად გამოისახა მრავალი საზოგადოებრივი პრობლემა, რომელთა გადაჭრის  გზებზე მუშაობა და დაძლევა ჩვენს უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია.

სპორტი აქტუალური საკითხია ახალგაზრდობაში, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას მრავალი ბარიერი აბრკოლებს. საქართველოში ერთ-ერთი პრობლემური საკითხია სპორტის წრეზე დასწრების გადასახადის ოდენობა

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ახალციხეში:

კომიტეტის წევრები: თამარ გიორგაძე, ლევან ჩილინგარაშვილი, დიმიტრი გელაშვილი,თორნიკე დეკანოიძე, ლაშა აღოშაშვილი, ხატია გიგოლაშვილი, ჯუნა ჭიღლაძე, ლაშა ნარიმანიშვილი, ლაშა ყირიმლიშვილი, გრიგოლ გვარამაძე,დავით გოზალიშვილი, თორნიკე მაისურაძე, ზურაბ ჩადუნელი,მარიამ კარაპეტიანი, ეთერ თოროსიანი,გრიგოლ ბერგვაძე, ვიტალი ენდელაძე, გიორგი დურგლიშვილი, ვლადიმერ ნებაძე, მარიამ ოთარაშვილი, გოგიტა მაზმიშვილი, ალექსანდრე მაზმიშვილი, გიორგი კაპანაძე.

კომიტეტის თავჯდომარები: ზაალ ტარყაშვილი

 საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს წუხილს იმის შესახებ, რომ ახალგაზრდების ის კატეგორია, რომელსაც აქვს სურვილი დაკავდეს ამა თუ იმ სპორტის სახეობით, ვერ ახერხებს ამას უსახსრობის გამო;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს არაკვალიფიციური მწვრთნელების არსებობაზე;

ხაზს უსვამს ინვენტარის შეზღუდულ რაოდენობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია გადასახადების ზრდასთან;

გამოთქვამს სინანულს იმის შესახებ, რომ არ არსებობს მწვრთნელების მაკონტროლებელი მონიტორინგის ჯგუფი;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

  1. მოუწოდებს სახელმწიფოს მოხდეს სოციალურად დაუცველ ფენებზე ფინანსების გამოყოფა;
  2. მოითხოვს მთავრობისაგან შეიქმნას დასაქმებული მწვრთნელების გადამზადება,რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
  3. მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სპორტული წრეების სრული ინვენტარიზაცია, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს გადასახადის ღირებულების კლებას;
  4. ურჩევს მთავრობას, შეიქმნას უკვე გადამზადებული მწვრთნელებისათვის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს მოწოდებული ინვენტარის მიზნობრივად გამოყენებას;

6.           განათლების, მეცნიერების  და კულტურისა

საქართველოში მცხოვრებ  ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ სხავდასხვა პრობლემები: ენის, ქართულ  მოსახლეობასთან ინტეგრაციისა და სოციალიზაციის კუთხით. აღნიშნული პრობლემა, რა თქმა უნდა შემაშფოთებელია  და  სახელმწიფოს   დემოკრატიულად განვითარებას უშლის ხელს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ახალციხეში:

ირინა დათაშვილი; მარიამ ხალაძე; ქეთი ჩილინგარაშვილი;გიორგი ბერიძე; გვანცა კუპრაძე; ასმათ იველაშვილი; სოფიო ბერიძე; მეგი კაპანაძე; პაატა დიანოსაშვილი; ქრისტინე ელიოსიძე; ხატია ზაქროშვილი; ირაკლი მუტაფიანი; გიორგი ლაბაძე; მარიამ ობოლაშვილი; ქეთევან ლომიძე;  სოფიო ტაბატაძე; მეგი კაპანაძე; ამირან სამსონიძე; სოფიო ხითარიშვილი; მარი ჩიტაშვილი; ფრიდონ  კოჭლამაზაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ქეთევან ჩიტაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ხაზს უსვამს, რომ საქართველოში  კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობა არ  ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რაც იწვევს გარკვეულ პრობლემებს. სახელმწიფო ენის არცოდნა იწვევს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებ ჩართულობას.

გამოხატავს  სინანულს, რომ ეთნიკურ უმცირესობასა  და ქართველ მოსახლეობას შორის არსებობს  გარკვეული სტერეოტიპები, რაც ქმნის დისტანციას და ნაკლებად ხდება ერთმანეთის კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა.

მხედველობაში  იღებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე ნაკლებია  ქართულენოვანი ან ორენოვანი მედია საშუალებები, რაც ხელს უშლის   მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობას.

აანალიზებს, რომ ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლება ქმნის წარმოსახვით  საზღვრებს ეთნიკურ უმცირესობასა და ქართველ მოსახლეობას შორის. რის საფუძველზეც იქმნება ზემოთ აღნიშნული პრობლემები.

განიხილავს, რომ ეთნიკური უმცირესობები ხშირად ვერ გრძნობებნ  თავს სრულყოფილ მოქალაქეებად,რაც   ხელს უშლის  მათი მოქალაქეობრივი უფლებებისა და მოვალეობების შესწავლა-გათავისებას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1. მიესალმება, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ხორციელდება პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში;

2. რეკომენდაციას უწევს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უკვე არსებული პროგრამის გარდა მოხდეს უცხოენოვან სკოლებში ქართული ენის საფუძვლიანი შესწავლა, რაც შეიძლება გამოიხატოს დაწყებით კლასებში ქართული ენის სწავლების ვალდებულებით, ხოლო მაღალ კლასებში დაიწყოს  საქართველოს ისტორიის და ხელოვნების შესწავლა ქართულ ენაზე;

3. მხარს უჭერს, სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით მოსახლეობებს შორის არსებული სტერეოტიპების დანგრევას, ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობას. აღნიშნული ღონისძიებები შეიძლება გამოიხატოს: კულტურულ გაცვლით საღამოებში,  შემეცნებით ექსკურსიებში, გაცვლით პროგრამებში, ტრეინინგებსა და მსგავს აქტივობებში. აღნიშნულმა ღონისძიებებმა  განათლებისა  და მეცნიერების სამინსიტროს მხარდაჭერით უნდა მიიღოს ინტენსიური სახე;

4. დასაშვებად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ეთნიკურად დასახლებულ ტერიტორიებზე უნდა არსებობდეს მეტი ორენოვანი მედიასაშულუალებები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას. აღნიშნული ინიციატივა დადებითად აისახება ზემოთ ხსენებულ  სახელმწიფო ენასთან არსებულ პრობლემებზეც;

5. ვინაიდან  ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებული, ნაკლებად უწევთ ურთიერთობა ქართველ მოსახლეობასთან, ახალგაზრდული პარლამენტი თვლის, რომ საჭიროა   მათი მეტად ინტეგრირება, რაც შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ  შედარებით ნაკლებად დასახლებულ სოფლებში ჩასახლდნენ ქართველი დევნილები;

6. მიიჩნევს, რომ  ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო საზოგადოებრივ ცხოვრებაში  აქტიური ჩართვა, შეიძლება მოხდეს აღნიშნული რეგიონების  სკოლებში სამოქალაქო განათლების საგნის  ქართულად  ადრეული ასაკიდან შესწავლით, რაც ხელს შეუწყობს მათ,  საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

7.           რეგიონული განვითარების კომიტეტი

საქართველოში დღესდღეისობით ისევ მწვავედ დგას ამომრჩეველთა ნდობის ფაქტორი ხმის მიცემის დროს. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის იმის რწმენა, რომ ამომრჩევლის უფლება არჩევანზე, რომელიც ბილეტენზე შემოხაზული კანდიდატურით გამოიხატება, ბოლომდე იქნება დაცული. საჭიროა უფრო ეფექტური გზის მოძიება, რომელიც არჩევნებს უფრო გამჭირვალესა და სანდომიანს გახდის, რაც არჩევნებზე ამომრჩეველთა წასვლის მოტივაციასაც გაზრდის.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა ახალგაზრდა პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ახალციხეში:

კომიტეტის წევრები: დავით ნადირაძე, ბესიკ ზაქროშვილი, თეონა გოზალიშვილი, მერაბი ჩიტაშვილი, თინათინ კოპაძე, ელენე გიორგაძე, ოთარ კურტანიძე, გიორგი მოდებაძე, შალვა გიორგაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თამუნა კაპანაძე, ხატია მაისურაძე, მარიამ პეტროსიანი

 კომიტეტის ხელმძღვანელი: თამუნა ბერიძე

 საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩეველთა შორის არსებული უნდობლობის გამო საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში;

ადასტურებს, რომ საჭიროა ახალი უფრო ეფექტური საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება;

აანალიზებს, რომ საჭიროა საზღვარგარეთ, საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრებული თანამედროვე ტექნოლოგიური საარჩევნო სისტემის დანერგვა საქართველოში;

წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სათანადოდ არ არის მოწესრიგებული ელექტრონულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისად ბუჯეტში არ არის გათვალისწინებლი თანხები მსგავსი სისტემის დანერგვისათვის;

მხედველობაში იღებს, რომ ყველა ამომრჩეველს არ აქვს ბიომეტრიული პასპორტი, რაც ხელს უშლის მოწესრიგებული ელექტრონული ბაზების ჩამოყალიბებას;

დამატებით განაცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს ელ. საარჩევნო სისტემისათვის საჭირო აპარატურა;

ითვალისწინებს, რომ ინტერნეტ სივრცის წვდომა არ არის საქ. ყველა რეგიონში და ინტერნეტ სივრცის უსაფრთხოება შესაძლებელია დაირღვეს ე.წ. „ჰაკერების“ მეშვეობით;

აღნიშნავს, რომ ელექტრონული არჩევნების დროს შეიძლება მოხდეს ტექნიკური გაუმართაობა, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ამომრჩეველთა ხმების დაკარგვა;

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ ელექტრონული საარჩევნო სისტემის დანერგვა საქართველოში აღმოფხვრის საქართველოს მოსახლეობაში არსებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ უნდობლობის პრობლემას;
  2. ითვალისწინებს, რომ ელექტრონული საარჩევნო სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ნორმებთან მიახლოებას;
  3. მხარს უჭერს იმ აზრს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილებები, ელექტრონული საარჩევნო სისტემის შესახებ, რათა საქართველოში დაინერგოს ეს სისტემა და გამომდინარე აქედან, გამოიყოს თანხა ახალი სისტემის არჩევნების ჩასატარებლად;
  4.  მოითხვს, რომ საარჩევნო ელექტრონული და უსაფრთხო ბაზების შექმნის მიზნით, სავალდებულო გახდეს  საქართველოს ყველა მოქალაქისათვის “ID” ბარათის აღება, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დროისათვის ძველი პირადობის მოწმობას არ აქვს ვადა გასული;
  5. საჭიროდ თვლის, რომ ელექტრონული საარჩევნო სისტემისათვის, საჭირო აპარატურის შესაძენად აუცილებელია სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხები;
  6. აღნიშნავს, რომ ე.წ. „ჰაკერებისაგან“ ან სხვაგვარი საშიშროებისაგან, რომელიც გამოიწვევს ამომრჩეველთა ხმების კონფიდენციალურობის დარღვევას, საჭიროა ელ. აპარატურის არა ინტერნეტთან, არამედ სპეციალურ ცენტრალურ სერვერთან სატელიტური ინტერნეტ კავშირის საშუალებით დაკავშირება;
  7. რეკომენდაციას უწევს, ტექნიკური ხარვეზების თავიდან ასაცილებლად დამატებითი ელექტრონული წყაროების წინასწარ მობილიზებას;

8.           გარემოს დაცვის კომიტეტი

გარემოზე ზრუნვა ყველა ადამიანის ბუნებითი მოვალეობაა. თუმცა ჩვენ ხშირად შეგნებულად თუ შეუგნებლად ვმოქმედებთ ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ. დღეს 21–ე საუკუნეში დედამიწას საგრძნობლად დაეტყო ჩვენი მავნე ზემოქმედება, რაც ბუმერანგის პრინციპით ჩვენვე უკან დაგვიბრუნდება. ამიტომ საჭიროა პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეულმა ჩვენგანმა ამ წუთიდანვე დაიწყოს.  საქართველოში გარემოს დაბინძურების საკითხი ერთ–ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. არ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირება, დახარისხება და გადამუშავება.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ახალციხეში:

კომიტეტის წევრები: ივანე გოზალიშვილი, ქეთევან კაპანაძე, თამარ ჯაფარიძე, ნინო ერეკლიშვილი, აჩიკო ბუხრიკიძე, ეკატერინე კაჭკაჭიშვილი, თამთა პეტაშვილი, ავთანდილ ლომიძე, მარი ხატიძე, პაატა კეღოშვილი, ბექა ივანიძე, თამაზ თაბაგარი, სალომე ტაბატაძე, ნაზი ქებაძე, გვანცა გოგსაძე, ზურაბ აბდუშელიშვილი, მარიამ მამუკაშვილი, ბექა გოგოლაძე, მარიამ მოსიაშვილი, ქრისტინე ყავრელიშვილი, ნათია ოთნაძე, ირინა მიქაბერიძე, მინდია კაპანაძე, ნაზი ბალახაშვილი.  

კომიტეტის თავმჯდომარე: თამარ ჭალიძე

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

წუხილს გამოთქვამს, რადგან დღესდღეობით საქართველოში საკმარისი დაფინანსება არ არის გარემოს დაცვისათვის, კონკრეტულად კი არ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირების, დახარისხებისა და გადამუშავებისთვის თანხების რაციონალური გადანაწილება;

ხაზს უსვამს ნაგავსაყრელების არასწორ განლაგებას– დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეს და მათ არასტერილურობას;

გამოხატავს უკმაყოფილებას არასაკმარისი რაოდენობისა და მოუხერხებელი ნაგვის ურნების გამო და აღნიშნავს, რომ ნაგვის ურნები არაინტენსიურად იცლება, რის გამოც ადგილი აქვს ნაგვის დაგროვებას ურნების მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ანტისანიტარიის წყაროა;

აცნობიერებს, რომ ნაგვის რაოდენობა და მოცულობა დღითიდღე  იზრდება;

გამოხატავს სინანულს საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე გარემოსადმი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს  დაფინანსება გარემოს დაცვის საკითხებზე სამუშაოდ, განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირების, დახარისხებისა და გადამუშავებისათვის თანხების რაციონალურ გადანაწილებას;
  2. მოუწოდებს მთავრობას, რომ ნაგავსაყრელები განლაგდეს დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით და შემოისაზღვროს ისინი, გამკაცრდეს დაცვა და მოხდეს მათი სტერილიზაცია;
  3. მიიჩნევს, რომ საჭიროა ნაგვის ურნები  დამონტაჟდეს ყველა დასახლებული პუნქტის ყველა ქუჩაზე და მოხდეს ყოველდღიურად მათი დაცლა. ნაგვის ურნებს შორის მანძილი შემცირდეს 50 მეტრამდე;
  4. რეკომენდაციას უწევს მთავრობას, რომ ნაგვის რაოდენობის შემცირების მიზნით მოხდეს ნაგვის დახარისხება და გადამუშავება, ხოლო იმ ნაგვის დაპრესვა, რომლის გადამუშავებაც არ ხერხდება. ასევე, მოსახლეობას დაევალოს საკუთარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და შესაბამისად მათი გადარჩეული გატანა, კორპუსებთან ახლომდებარე შესაბამის ნაგვის ურნებში გადაყრა;
  5. ამტკიცებს, რომ სავალდებულოა კანონის გამკაცრება და ჯარიმების დაწესება გარემოს დაბინძურებისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაუხარისხებლად გადაყრისათვის. ასევე საჭიროა, ინტენსიური საგანმანათლებლო აქციების ჩატარება, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ რა მავნე შედეგები მოჰყვება მათ გულგრილ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ;


About these ads

About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s